მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, January 26, 2010

blogging




სულ დავიბენი...
გავჭედე ანუ...
ვის რაში ჭირდება ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები, რომ ვწერ.
თუმცა მეორეს მხრივ ისიცაა, რომ ჩემთვის ვწერ.
რომ ვკითხულობ ძველ პოსტებს, მიხარია, იმ დღეს ვიხსენებ. ვნანობ კიდეც რატომ უფრო ხშირად არ ვწერდი თქო.
ალბათ უფრო დღიურივითაა ჩემი ბლოგი ჩემთვის.

ამას წინათ ერთი ბლოგი აღმოვაჩინე და ჩემდა უნებურად ფანი გავხდი, http://landish.ge/ ძალიან მომწონს, წერითაც კარგად წერს და პოსტების ბოლოს წაკითხვაც არ მჭირდება ისე ვაკლიკებ რეკლამებს რომ ხან მესიჯის, ხან ბილეთის, ხან კიდევ ”პურის ფული” ვაშოვნინო ბლოგის ავტორს.

წავიკითხე კიდევ http://doin.ge/ - არაჩვეულებრივად წერს.
დროის უქონლობას რა ვუთხარი, თორემ სურვილი კი მაქვს, ჩავუჯდე და ყველა საინტერესო ბლოგი წავიკითხო.

დრო დაცოტავდა :)

როცა რაღაც გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, რამოდენიმე დღე ვფიქრობ. აქამდეც გაჭედილი ვიყავი სხვების საინტერესო ბლოგებს და ჩემ სხვებისთვის არასაინტერესო ბლოგს შორის, ბოლოს მივხვდი, რომ ბლოგი მე მჭირდება პირველ რიგში და ეს პოსტიც დავწერე.

პ.ს. გულში სულ ვეკითხები ჩემ თავს, ამ პოსტს იმიტომ ხომ არ ვწერ, რომ დამიკომენტირონ რომ ”არა, ვკითხულობთ, გვაინტერესებს და ა.შ” , მაგრამ მგონი არა... მაგიტომ არ ვწერ ნამდვილად :)
»»  read more

Sunday, January 17, 2010

მაისურები (აქა მაიკები) გასაყიდად






15 ლარი ღირს. მოკლემკლავიანებია.
ხარისხით იხევს მაიკა.გეს მაისურებს

ვისაც გინდათ მითხარით








»»  read more

Tuesday, January 12, 2010

1 წლის გავხდით

back to work.
back to routine.
back to life.

არ მიყვარს დასვენებები. შვებულება მიყვარს, შაბათ-კვირაც. მაგრამ ასე უაზროდ გაჩხერილი დასვენების 10 დღე, ამ საახალწლოდ რომ გვაქვს ხოლმე, უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. უაზროდ ბევრი საქმეა წლის ბოლოსთვის. შენ კიდევ უნდა დაისვენო...
თუმცა ამ 10 დღეში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის მოხდა რომ ეკატომ ძუძუს დაანება თავი. ნანუკას შემთხვევა რომ მახსოვდა, მორალურად ძალიან დიდხანს ვამზადებდი ჩემ თავს ამ პროცესისთვის. ჩემდა გასაკვირად, ვერც კი გაიგო, ისე გადავედით უძუძო სტადიაზე. პირველი ორი ღამე რომ იღვიძებდა, რაღაც უნდოდა, მაგრამ რა, ვერ ხვდებოდა. ვიხუტებდი და ისე ვაძინებდი. ღამე ჯერ კიდევ იღვიძებს, მაგრამ წყალს სვამს, ან უბრალოდ მოვეფერები და იბრუნებს ძილს. დილით ადრე მაწონს და პეჩენიას ჭამს და არის ცხოვრებისგან ბედნიერი :)
ძალიან ღრუტუნაა...
როცა შია, ისეთ ამბავს გვაწევს, თავზე გვამხობს ყველაფერს. თან გამომხატველად იძახის ”მნააა, მნააა” და თვალებს ქაჩავს. გუშინ მუშტების შეკვრაზე გადავიდა და სულ დადადადადა-ს მეძახდა, მაჭამეო. კოვზს რომ პირთან მივუტან, რაც შეიძლება დიდ პირს აღებს რომ ბევრი საჭმელი ჩაეტიოს.
3-ში 1 წლის გახდა.
ნათესავებ-ნათლიები გვაყვდნენ.
ეკატო მიხვდა რომ რაღაც მის გარშემო ხდებოდა და ჭკუაზე არ იყო.




ნათლია შალვამ ძალიან ლამაზი კაბა მოგვიტანა თავის ჟაკეტით და სასწრაფოდ შევიცვალეთ ჩაცმულობა :)
ბედნიერი ეკატო მშობლებთან ერთად :)
»»  read more

Friday, January 1, 2010

10 წლის წინ

მახსოვს 2000 წლის დადგომას როგორი შიშით უყურებდა მთელი დედამიწა...
მაინც ეგონათ რომ რაღაც მოხდებოდა.
ერთ ერთი იყო ის, რომ კომპიუტერებს შეიძლებათ ვერ გაეგოთ 00 წელი და არეოდათ რამსები, შესაბამისად აირეოდა მთელი სისტემები (წყალი, ელეექტროობა და ა.შ.) ეს ამერიკაში ალბათ, თორემ ჩვენთან ჯერ კიდევ არ იყო ასე კომპიუტერიზებული ქვეყანა.
სამაგიეროდ ტელევიზორში აჩვენეს ნიუ ორკის ახალი წელი და ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.
10 წლის წინ კომპიუტერი არ მქონდა.
ნანუკა წლის და 3 თვის იყო.
მე დროებით არ ვმუშაობდი.
თათა ჯერ არ იყო გათხოვილი.
მეტი არაფერი მახსოვს.
მაგრამ 10 წლის წინა აშკარად ახალგაზრდა ვიყავი. :)
ვისურვებდი ისევ მაგ ფორმაში ვიყო. თუმცა მონდომების ამბავია :)

ახალი წელი ისედაც გაუგებარ დღესასწაულად მიმაჩნია და უფრო და უფრო ვრწმუნდები მაგაში. ნანუკას და ბუჩას უყვართ და ვეცადე დღესასწაული მომეწყო მართლა, თორემ ეხლა ვზივარ ჩემთვის მარტო სახლში და ვფიქრობ სახლის დალაგება რა ადგილიდან დავიწყო :)
ეს გუშინდელი სალათაა, დიზაინი ამ საიტიდან ავიღე. :
»»  read more

Friday, December 25, 2009

არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი

შოპენის ვალსს ვუსმენ
და ღიღინის ხასიათზე ვარ. ყველაფერს რომ ფარდის იქით უყურებ და ოდნავ რომ გკიდია და სიამოვნების ბურუსში რომ ხარ თითქოს.
ეკატოს თოჯინა ვუყიდე. პირველი თოჯინა ეკატოს ცხოვრებაში... მიხარია... აი რა ცოტაა საჭირო რომ იღიღინო და ცხოვრება ლამაზად მოგეჩვენოს და ბედნიერი იყო :)
და დაიკიდო სამსახურში პრობლემები, ვალები, დაღლა.....
ვიტყუები, არ მკიდია...
მაგრამ მაინც მკიდია... სადღაც იქით არის, ფარდის მიღმა... მე კიდევ ყურებში შოპენის ეს მუსიკა ჩამესმის, ვიღიმები და მინდა ვიღიღინო...
მიყვარს შოპენი :)

ადრე ცოტა დეპრესიის მაგვარი პერიოდი მქონდა და ფორუმზე ეს დავწერე:
--------------------------------------------------------
ცოტა ხნის წინ ქალაქმა ფერები დაკარგა..
ან მე დავკარგე ფერადი თვალები...
გავაყოლე რა..... ვიღაცას....
შენ გარეშე არ მინდა არაფრის ყურება თქო.... არ მითქვამს... მაგრამ ვიფიქრე....
მერე მივხვდი რომ მარტო თვალები არა... გულიც გამიყოლებია და მოვიწყინე...
გულს თავი მიყვა და საერთოდ .. უცბად ისე აღმოჩნდა რომ თავი და გული იქით აღმოჩნდა და სამსახური და საქმეები აქეთ.....
დავიშალე...
დავიბენი..
ისე, მძივის მარვცლებივით.... ლამაზია მაინც....
მერე...
დღეს დილით ქუჩაში შავი ძაღლი ვნახე ყელზე წიტელი ლენტით.
შავი... ქუჩის ძაღლი.... ყელზე წითელი ლენტით... მანქანის გვერდზე იდგა "სტაიანშიკივით"...
გულიანად გამეღიმა...
გული მომიტანა ცუგომ .....
თავის წითელ ლენთტთან ერთად....
ფერებთან ერთად....

ვიღიმი smile.gif smile.gif

------------------------------------

ხშირად მახსენდება ეს არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი :)
რა სასწაულია ცხოვრება რომ ასეთ პატარა დეტალს შეუძლია გაგაღიმოს და სითბო შემოოიტანოს, ცხოვრებას ფერი შეუცვალოს...
გეფერებით.
»»  read more
Related Posts with Thumbnails