მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, December 31, 2010

31.12.2010

აი ეხლა საშინლად ფრუსტრირებული ვარ და არ ვიცი როგორი ობიექტურობით აღვწერ ამ წელს.
არც აღვწერ. უბრალოდ დავწერ თუ რამე გამახსენდა.
წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი სამსახურის დაკრგვა იყო, და მერე ამ სამსახურში მოსვლა.
დღეს დილით დავაგვიანე სამსახურში, იმიტომ რომ ჩაგვეძინა ოჯახს, მერე ეკატერინემ ლოგინს თავი დაარტყა და მთელი შუბლი გაულურჯდა და კოპი აქვს, მერე უჯრაში მოიყოლა თითები. ეს ყველაფერი სანამ მე სამსახურში წამოვიდოდი.
გიორგიმ მომასწრო, ეს უკვე ცუდია. 11–ზე მოსვლა, ძალიან ნაგლობაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 31 დეკმებერია, საერთოდ ნაგლობა ის უფრო მგონია რომ დღეს სამუშაო დღეა.
ფინანსებში უკეთესი მდგომარეობას ვინატრებდი რომ მქონდეს მომავალ წელს. აი რამენარიად ვალი რომ გავისტუმრო ბანკის, მერე ხმის ამომღების დედა ვატირე.

ხო, წლის მნიშვნელოვან მოვლენა და იმედის მომცემი, ისაა, რომ როგორც იქნა, სერიოზულად გადავწყვიტე ბარათების კეთებას მოვკიდო ხელი. მისალოცი ბარათების, მოსაწვევების, ვიზიტკების.
საიტიც დავარეგისტრირე www.annascards.com ფბ–ზე გვერდი გავაკეთე , ჯერჯერობით 2 სურათი დევს, კიდევ ერთი ბარათze, მთხოვეს არ დადოო, ერთ ახალ ბარათს დღეს საღამოს დავდებ. იმედია ნელა ნელა ამუშავდება. ცოტა მალე რომ დამეწყო, იდეალური დროა ახალი წელი, მაღაზიამ 30 ცალი ბართის შეკვეთა მომცა და ფიზიკურად ვერ გავაკეთე, თან ამ გართულებულმა გრიპმა საერთოდ მომსპო.
ეს ბარათები ერთერთი ნათელი წერტილია ცხოვრებაში.
ხო, კიდევ მესამე ბავშვი მინდა.
ეხლა ცოტა მოვძლეირდები და აუცილებლად მინდა რომ მესამე გავაჩინო :)

წავედი. ვერ ვარ ხასიათზე. საკუთარი ფული მინდა :( ოღონდ ისეთი, ბანკში რომ არ მივიტან.
»»  read more

Friday, November 26, 2010

ახალი წელი

ადრე დავწერე არ მიყვარს დრესასწაულები მეთქი, რელიგიურის გარდა.
ახალ წელიც გაუგებარი დღესასწაული იყო.
მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ვარ, ველოდები, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს, როდის აანთებენ ქუჩაში განათებებს, როდის ..... როდის მოვა ახალი წელი.

მერე მივხვდი რომ ეკატერინეს გამო ვარ ასე, შარშან პატარა იყო, და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჰჰჰჰჰ, რა ლამაზიაზე, ნაძვის ხისკენ იხედებოდა. წელს ბევრ რამეს ვნახავთ, გავისეირნებთ თოვლიან ქუჩებში, ვარდისფერი ცის ქვეშ. თოვლიც ვარდისფერია :)

ნანუკაზეც ასე ვიყავი, მაგასთან ერთად ვიზრდებოდი, ხელმეორედ ვიწყებდი საუბარს, სიარულს, კიბეზე ასვლას...

ეხლა ხელმეორედ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ხელმეორედ, ახლებურად ვიწყებ სიარულს, ლაპარაკს, ცხოვრებას ზოგადად...
თოჯინების თეატრში ჯერ არ მყოლია ეკატერინე და ვტკბები და ვცმუკავ, ერთი სული მაქვს როდის წავიყვან.
რამდენი რაღაც აქვს აღმოსაჩენი, გვაქვს აღმოსაჩენი ერთად.

ბევრი შვილი მინდა მყავდეს. ამას წინათ მივხვდი, სანამ ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს და აჩენს, თავი მოხუცი არ გონია, თავის მოტყუებაა თითქოს, მაგრამ ასეა, ცხოვრებას თავიდან იწყებ, ყველა ახალ ბავშვთან ერთად.
»»  read more

Thursday, November 25, 2010

ცუდად ვარ

მერამდენედ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ხანია ასე ცუდად არ ვყოფილვარ.
შიგნიდან რომ ქვითინებ.
ბუჩა მეუბნება, არ მინახიხარ როგორ ტირიხარო. ცრემლები არ გადმომდის მაგრამ შიგნიდან ვღვარვღვარებ :(
მიზეზი იმდენად ბანალური და მათემატიკურად გამოხატება, რომ სასაცილოც კია.
რა საშინელი შეგრძნებაა, რომ აი ბოლო კაპიკს გადაიხდი, იყიდი პურს და პამპერსს, ვთქვათ და ვსო, მეტი არაფერი აღარ გრჩება.
40 თეთრი მაინც დავტოვე, იმედად, რა იცი რა ხდება– 9 ქენბების მაგივრად 8 ცალი ვიყიდე, გადავთვალე, ღამე 1 ცალი ჭირდება, ბაღში 2–ის მაგივრად 1 ცალს გავატან და ვიმყოფინებთ, სანამ ლტოლვილების დახმარება ჩაირიცხება. სახლში საჭმელი 2 დღე გვეყოფა. 3 ლარად ასაწონი მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა ვიყიდე, ცოტა ცოტა, ერთი გაკეტება რომ გვეყოს, ხოდა 4 ცალი კვერცხი.
ხვალ დილისთვის ცოტა ვერმიშელი მორჩა და იმას მოვხალავ და მოვხარშავ. ბავშვებს ფაფას გავუკეთებ.
დღეს არ არის ლტოლვილების დამხარება, ხვალ იქნებაო. ხელფასიც იქით კვირაშია.
იმედია, მანქანა პატივს დამდებს და უბენზინოდ ივლის ხვალამდე, იცის ხოლმე ჯიგრობა.
ერთ ბანკში ოვერდრაფტზე 400 ლარი გადახარჯვა, თიბისი ქარდზე ნოემბრის შესატანი არ შემიტანია და ჯარიმები ერიცხება, არც დედაჩემის შესატანი შემიტანია ნოემბერში და იმასაც ჯარიმები ერიცხება. ჩემი ხელფასი, 30–ში რომ უნდა დამერიცხოს 400 ლარია.
შუა თვეში 400 ლარი დამერიცხება, რომლითაც ბანკის ვალები უნდა დავფარო, ნოემბერში რომ ვერ გადავიხადე, ისინი. პირველად, ცხოვრებაში, მეზიზღება ციფრები.
ვცდილობ არ ავყვე, ანდახან კარგ ხასიათზეც კი ვარ, გუშინ, მაგალითად, მთელი დღე ვღიღინებდი. დღეს ისევ ცუდად ვარ.
დილით თმებიც არ დამივარცხნია, ფრჩხილებს ვერ ვიკეთებ, მანიკურიც ალაგ ალაგ მისვია.
პირველი ნიშანი, რომ ცუდად ვარ, ფრჩხილებია, ვერ ვეკარები რომ გავიკეთო.
სექსიც აღარ მინდა, ეს საერთოდ ანომალური მოვლენაა.
ძალიან ცუდად ვარ, ძალიან...
»»  read more

Tuesday, November 16, 2010

მოპარული ერთი დღე

ამ ქალს ვიცნობ.
ქალბატონს ვერ ვიტყვი მიუხედავად თავისი ასაკისა, ქალია, აი ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო.
შემთხვევით გადავწყდი მის დღიურს "თავისუფლების დღიურებში".
იშვიათად რომ თავი უხერხულად ვიგრძნო ვინმეს წინაშე. მეტიც, ვერ ვიხსენებ ვერავის ამ ადამიანის გარდა, ვისთანაც თავს უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, რომ ძალიან მაგარია, ჩემზე მაგარი და სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს.

მის დღიურში 1 დღეს გამოვყოფ:
17 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილა ღრუბლიანია, მშვიდი, ყველაფერი იგივე. წუხანდელს ჩავიწერ: ძილის წინ ვკითხულობდი, უფრო ვათვალიერებდი ჩქვანავას “ტორეადორებს”. თავი ავარიდე, ძილის წინ, და საერთოდაც. გასანეიტრალებლად, ნაბოკოვს ჩავხედე, დავმშვიდდი. შეიძლება ცინიკურია, მაგრამ, ასე მგონია, ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ლიტერტურა იარსებებდა, მარტო სიყვარული არ ეყოფოდა. სანამ მე თვითონ არ ჩავყვინთე ამ საქმაში, “ანა კარენინას” – «Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему» - ამასაც რომ ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი. თუ ეგრეა, რა ძვირი საფასურია!
დღევანდელი დღე, ჩემი პროგნოზით, სულ ასეთი უშფოთველი იქნება, და ჯობია, საღამოსკენ შევაჯამო, ფაციფუცის გარეშე.
ორად ორი დღიური მახსენდება (მიწერ-მოწერას თუ დღიურებად არ ჩავთვლით) – ანა ფრანკის და სეი-სენაგონის. მეორე სიმშვიდეში იწერებოდა, ანა ფრანკისა კი “ტორეადორების” დროს, მაგრამ რა თავმოყრილია! ჩემსას რომ მოვრჩები, ამ პროგრამის დღიურებსაც მერე წავიკითხავ, ასე უფრო თვითმყოფადი ვიქნები. ჩემი "აბაზანის" რესტავრაცია მოვინდომე, ბარემ თივა მაქვს. "აბაზანა" ერთი თივის კარავია, შიგ თუთიის ოვალური ტაშტი დგას, წყალში კაკლის ფოთლებს ვყრი, თავისითაც იყრება. ირგვლივ ახალი თივის ფთილებს ვამაგრებ. ნეტავ ამის დანახვაზე, ვინ რას ფიქრობს – რობინზონ კრუზო ვარ თუ ტაშტის აძიძლანი? ძროხისთვის კი, უბრალოდ, საჭმელ-სასმელია.
გუშინ, სეირნობისას, შევამჩნიე: მდელოზე მაყვალი მწიფდება, კაკალიც შემოდის. მაყვალი დაუკრეფავი დამრჩება, ზაზა იშვიათად ჩამოდის, მე სულ წერა-კითხვამ ამიტანა. ისევ ჩემს ილუსტრაციებს მივხედო, ჯობია, სანამ სრული დისკვალიფიკაცია არ მიმიღია. აგერ, ჩამოვიდა კიდევაც – როკფორი ჩამომიტანა, ლიმონი დაავიწყდა. თავისი ზღაპრების ილუსტრაციები მანახა, მერამდენედ გავგიჟდი! ჩემი დღიური წავუკითხე, სანამ ცრემლმორეული ვკითხულობდი, შეზლონგში ჩაეძინა. არც მერე მითხრა კარგები. მერე თავის თბილისში დაბრუნდა, საიდანაც ჩამოვიდა. ვინ დამიჯერებს, რომ არ მწყენია. ასეც არის, მოსაწყენი და არაინტეგრირებულია ჩემი ყოველდღიურობა. მე კი მეგონა, დარჩებოდა, ბუხარს დავანთებდით, და ჩემთვის გავიფიქრებდი: "რა კარგია, რომ შევრჩით ერთმანეთს." ვეცდები, დავიძინო.
––––––––––––––––––––––––––––––––
აი ბოლოში, რა კარგად და გასაგებად წერია რა გვინდა ქალებს საყვარელი კაცისგან, სიმყუდროვე, თავის დადება, მიყრდნობა და თქმა, რომ რა კარგია რომ შევრჩით ერთმანეთს.
და როგორი უცხოა ეს კაცებისთვის...

დღიურის ლინკი
»»  read more

Thursday, November 11, 2010

ფსიქოლოგიური ტესტი, მომეწონა :)

აი აქ
ეს კი ჩემი შედეგები:
თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების აღიარება.
მეგობრობაში განსაკუთრებულად მომთხოვნი არ ხართ. მეგობარი უბრალო უნდა იყოს ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა დამძაბველ რიტუალად არ უნდა იქცეს.
გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს.
როცა რთული და პრობლემური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით, მარტო არ ღებულობთ გადაწყვეტილებას, ყველაფერს კარგად მოიფიქრებთ და მერე მოქმედებთ.
სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: მიჩვეული ხართ პრობლემებით ნიველირებას და გულის დამშვიდებას, რომ ყველაფერი კარგადაა.
თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ.
თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად.
თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით და სასურველი ტემპით მიდის... ცოტ–ცოტა ცხოვრებისეული პრობლემები კი გაქვთ, მაგრამ არის ვინმე, ვისაც რანაირი პრბლემა არ აქვს? თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით.
წარსულში სერიოზული პრობლემები გქონდათ. ცდილობთ დაივიწყოთ ეს პრობლემები და არასოდეს გაიხსენოთ. სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგისათის მიგემართათ.
ამ წუთში თქვენ ორიენტირებული ხართ მხოლოდ არსებულ ვითარებაზე და მასში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. არსებობს გარკვეული რამ, რაც არ მოგწონთ და ცდილობთ, რომ მოაგვაროთ ეს საკითხი.
ნათესავებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ვერ იტანთ როცა ისინი სულში გიძვრებიან და არც თქვენ აკეთებთ ამას. შესაძლებელია ნათესავებისაგან მოშორებით ცხოვრობდეთ, რაც მოგწონთ და თქვენთვის ეს კომფორტულია.
ცდილობთ, არ იოცნებოთ. ცხოვრობთ იმ მოსაზრებით, რომ ოცნებები არასოდეს ხდება. ცხოვრობთ იმითი რაც არის და რაც რეალურია.
»»  read more
Related Posts with Thumbnails