მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, February 22, 2011

აჰაიდა ჰორმონები

აი საკუთარი თავი გიჟი რომ გგონია, მასე ვარ.
ოღონდ ჯერჯერობით ჯერ ვფიქრობ ეხლა გავგიჟდე თუ არა და მერე ვგიჟდები. ერთადერთი ეკატერინეს ჭიჭყინზე ვითრგუნები მორალურად. თან მარტო ჩემთან ჭიჭყინებს. ხმას რომ იღებს, მე ვესვენები ხოლმე.
თუმცა ერთი ორჯერ გავაჩუმე. მაგრამ ეხლა ესეც დაამუღამა, როდის ვაპირებ რომ გავაჩუმო და აქეთ მაჩუმებს "ეეეეხაააა, დედიკოოო ცუუუუუუ. ცუმად, ცუმად" და თან ტუჩზე იდებს თითს, ჩუმად იყავიო. ტუტუცი ეგა.
ნანუკა დიდი გოგოა უკვე :) თბილი და საყვარელი. რა პაწაწუნა იყო რომ გაჩნდა და ამხელა და ლამაზი გოგოა. ძალიან ბედნიერი ვარ :)
ეკატერნეც ძალიან მიყვარს და საერთოდ, რა მაგარია ბევრი შვილები, ბევრი სიყვარულები გაქვს და შენც ბევრი ხარ :)
აი ბუჩასთან რაღაც ტოქსიკოზის გამო თუ იმის მოუცლელობის გამო, ვერ ვიცლით ერთმანეთისთვის, იმედია დროებითია. გადაივლის ეს პერიოდიც :)
წავალ, ისევ ვიმუშავებ.

ისე, გუშინ ვფიქრობდი, მამა პაისის აქვს თავის ერთ ერთ წერილში, "თუ შენ გჭირდება ჭიქა ხვალი დილის 10 საათზე და მართლა გჭირდება, ხვალ დილის 9 საათზე ეს ჭიქა ღმერთს შენთვიოს უკვე გამზადებული ექნებაო" და უამრავი მაგალითი მოყავს.
მე სანამ გავიგებდი რომ ორსულად ვარ, მანამდე გამომიჩნდა ეს სამსახური, სადაც უფრო მეტად თავისუფალი დრო მაქვს და ნაკლები სტრესი მაქვს. ღმერთმა მანამდე იზრუნა ამაზე, ვიდრე მე ეს საკითხი შემაწუხებდა. დიდება და მადლობა უფალს კიდევ ერთხელ :)
»»  read more

Friday, February 11, 2011

2=3


ეს ის შემთხვევა არაა, ბავშვობაში რომ ვამტკიცებდით რომ 2X2=5-ს :D

ამ შემთხვევაში 2 ხაზი მესამე შვილს უდრის, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში იქნება :)
ჭკუაზე არ ვარ. ძალიან მიხარია.
23 იანვარს, წირვის მერე ფარმადეპოში თუ ფარმაცენტრში ბავშვებს პიკოვიტი ვუყიდე და ისე, ყოველი შემთხვევისთვის 65 თეთრიანი ტესტი გამოვაყოლე. წესით 2 დღე კიდევ უნდა მომეცადა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოვითმინე და მისვლისთანავე გავაკეთე. 2 წუთში არაფერი შესამჩნევი რომ არ გამოჩნდა, დავიკიდე, ჩავაბრუნე თავის ყუთში და ჯიბეში ჩავაგდე. მერე ეკატერინე, ოჯახის დაპურება კვირას დილით, ისა, ესა. ჩემმა დამ რომ დარეკა ტელეფონზე, აივანზე მომინდა გასვლა და იქიდან საუბარი, საოცრად თბილი ამინდი იყო, თათასთან საუბარში ამოვიღე ტესტი და კიდევ ერთხელ შევამოწმე, უპს, თათა რაღაცას მიყვება და ვაწყვეტინებ, უი თათა, ეხლა ტესტი გავაკეთე და "მერე, ორსულად ხარ ხო? " მაწყვეტინებს გახარებული... :)
4-5 საათი გაბადრულ-გაღიმებული-გაოგნებული დავდიოდი, რომ ვერ ვხვდებოდი რა მექნა. მეთქი ჯერ არ ვეტყვი ბუჩას, მაგრამ საღამოს, ვერ მოვითმინე და მაინც წამომცდა: ვაშლი მინდა და აი ეხლა ორსულად რომ ვიყო, ხომ მომიტანდი ვაშლს თქო, მერე ხომ არ ხარო. ვარ მეთქი :)
ჩემდა გასაკვირად, ეგრევე დაიჯერა, როგორც კი ტესტი ვანახე. ეკატერინეზე ასე ადვილად ვერ დაიჯერა :D

დანარჩენი დეტალებია, ექოზე უბრალოდ გადავამოწმე რომ ნამდვილად ღრუშია ორსულობა, დანარჩენი არც არაფერი 17-ში მივდივარ, რომ გულისცემაც დავინახო.

კიდევ ახალი ისაა, რომ ახალი სამსახური მაქვს. ილიას უნივერსიტეტში, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის ფინანსური მენეჯერი ვარ. სამუშაო ნორმალურია, ასე თუ ისე, რაღაცეებს ვაკეთებ და უსაქმოდ არ ვზივარ, ანაზღაურებაც ცოტა მეტი, ვიდრე იუჯითიში მქონდა და რაც მთავარია, 7-მდე არ ვმუშაობ. ბავშვებთან უფრო მეტ დროს ვატარებ საღამოობით.

ჩემ პოსტებს ვკითხულობ ეკატერინეზე ორსულობის დროს რომ ვწერდი, კიდევ babycentre-ის საიტს რომ ვნახულობდი ყოველ დღე და ველოდებოდი როდის მომემატებოდა კიდევ ერთი კვირა :D

მოკლედ პოზიტივი ვარ, თუ არ ჩავთვლით გულის რევას და კიდევ იმას, რომ მგონია რომ ბუჩა არ მივლის.
ნანუკა ჭკუაზე არაა, ყველა ლოცვაში მაგას ვთხოვდიო ღმერთსო რომ მესამე შვილი გაგეჩინაო. საერთოდ მაგიჟებს ხოლმე, ტყუპები იქნებაო :D

პ.ს. ბავშვი იქნება უწყნარესი და უმშვიდესი, ისეთი ხასიათი გამიხდა, სულ მ კიდია გარშემო ყველაფერი :D ეკატერინეზე ისეთი ავი ვიყავი, როგორ მიტანდნენ, მიკვირს :D
»»  read more

Monday, January 3, 2011

ბავშვები

ეხლა ფბ–ზე ერთ ალბომს ვათვალიერებდი, პატარა ბავშის სურათებია, ეტყობა რომ რაღაც პრობლემები აქვს, თვალებიც უელამდება, ხელებიც რაღაცნაირად უკავია, ეტყობა ტვინის პრობლემა უნდა იყოს, არადა ისეთი საყვარელია. ტირილი დავიწყე.
ღმერთს ხომ ჩემზე მილიონჯერ უფრო მეტად უყვარს ეს ბავშვები. როგორ არ მინდა სიტყვა "რატომ" ვიხმარო, მაგრამ ხანდახან ადამიანური სისუტით ხტება ხოლმე ეს კითხვა.
ვერ გავიგებთ.
არადა რა მარტივია – ყველა ბავში უნდა იყოს ბედნიერი.
ქუჩაში რომ მათხოვრობს და კამფეტს ჩაუდებ, როგორ უხარია, ასე ფული ვერ გაახარებს. ქუჩაში არ არის მაგის ადგილი. არც ერთი ბავშვის ადგილი :(
ან ის ბავში ახალი წლის ღამეს რომ დაიღუპა.
ან ის ბავშვი, დედა რომ გარდაეცვალა.
არ ვკითხულობ, რატომ. უგუნურობაა... მაგრამ მტკივა ...

ამ პოსტს არ შეეფერება, მაგრამ დღეს ეკატერინეს დაბადების დღეა. 2 წლის გახდა :)
"დაბადების დგეა, ბუშტებიიიი..... საჩუქრები?" მთელი დილა ასე ბუტბუტებდა.
ეხლა სამსახურში ვარ. ცოტა ადრე იქნებ წავიდე :)
»»  read more

Friday, December 31, 2010

31.12.2010

აი ეხლა საშინლად ფრუსტრირებული ვარ და არ ვიცი როგორი ობიექტურობით აღვწერ ამ წელს.
არც აღვწერ. უბრალოდ დავწერ თუ რამე გამახსენდა.
წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი სამსახურის დაკრგვა იყო, და მერე ამ სამსახურში მოსვლა.
დღეს დილით დავაგვიანე სამსახურში, იმიტომ რომ ჩაგვეძინა ოჯახს, მერე ეკატერინემ ლოგინს თავი დაარტყა და მთელი შუბლი გაულურჯდა და კოპი აქვს, მერე უჯრაში მოიყოლა თითები. ეს ყველაფერი სანამ მე სამსახურში წამოვიდოდი.
გიორგიმ მომასწრო, ეს უკვე ცუდია. 11–ზე მოსვლა, ძალიან ნაგლობაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 31 დეკმებერია, საერთოდ ნაგლობა ის უფრო მგონია რომ დღეს სამუშაო დღეა.
ფინანსებში უკეთესი მდგომარეობას ვინატრებდი რომ მქონდეს მომავალ წელს. აი რამენარიად ვალი რომ გავისტუმრო ბანკის, მერე ხმის ამომღების დედა ვატირე.

ხო, წლის მნიშვნელოვან მოვლენა და იმედის მომცემი, ისაა, რომ როგორც იქნა, სერიოზულად გადავწყვიტე ბარათების კეთებას მოვკიდო ხელი. მისალოცი ბარათების, მოსაწვევების, ვიზიტკების.
საიტიც დავარეგისტრირე www.annascards.com ფბ–ზე გვერდი გავაკეთე , ჯერჯერობით 2 სურათი დევს, კიდევ ერთი ბარათze, მთხოვეს არ დადოო, ერთ ახალ ბარათს დღეს საღამოს დავდებ. იმედია ნელა ნელა ამუშავდება. ცოტა მალე რომ დამეწყო, იდეალური დროა ახალი წელი, მაღაზიამ 30 ცალი ბართის შეკვეთა მომცა და ფიზიკურად ვერ გავაკეთე, თან ამ გართულებულმა გრიპმა საერთოდ მომსპო.
ეს ბარათები ერთერთი ნათელი წერტილია ცხოვრებაში.
ხო, კიდევ მესამე ბავშვი მინდა.
ეხლა ცოტა მოვძლეირდები და აუცილებლად მინდა რომ მესამე გავაჩინო :)

წავედი. ვერ ვარ ხასიათზე. საკუთარი ფული მინდა :( ოღონდ ისეთი, ბანკში რომ არ მივიტან.
»»  read more

Friday, November 26, 2010

ახალი წელი

ადრე დავწერე არ მიყვარს დრესასწაულები მეთქი, რელიგიურის გარდა.
ახალ წელიც გაუგებარი დღესასწაული იყო.
მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ვარ, ველოდები, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს, როდის აანთებენ ქუჩაში განათებებს, როდის ..... როდის მოვა ახალი წელი.

მერე მივხვდი რომ ეკატერინეს გამო ვარ ასე, შარშან პატარა იყო, და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჰჰჰჰჰ, რა ლამაზიაზე, ნაძვის ხისკენ იხედებოდა. წელს ბევრ რამეს ვნახავთ, გავისეირნებთ თოვლიან ქუჩებში, ვარდისფერი ცის ქვეშ. თოვლიც ვარდისფერია :)

ნანუკაზეც ასე ვიყავი, მაგასთან ერთად ვიზრდებოდი, ხელმეორედ ვიწყებდი საუბარს, სიარულს, კიბეზე ასვლას...

ეხლა ხელმეორედ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ხელმეორედ, ახლებურად ვიწყებ სიარულს, ლაპარაკს, ცხოვრებას ზოგადად...
თოჯინების თეატრში ჯერ არ მყოლია ეკატერინე და ვტკბები და ვცმუკავ, ერთი სული მაქვს როდის წავიყვან.
რამდენი რაღაც აქვს აღმოსაჩენი, გვაქვს აღმოსაჩენი ერთად.

ბევრი შვილი მინდა მყავდეს. ამას წინათ მივხვდი, სანამ ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს და აჩენს, თავი მოხუცი არ გონია, თავის მოტყუებაა თითქოს, მაგრამ ასეა, ცხოვრებას თავიდან იწყებ, ყველა ახალ ბავშვთან ერთად.
»»  read more
Related Posts with Thumbnails