
Saturday, May 23, 2015
at 1:08 PM | 0 comments | მე, ყავა
ჭიქა ყავა

ყავის დალევა მთელი რიტუალია. ლუდისაც. თუმცა ლუდს სხვა სიტუაცია და შეგრძნება მოაქვს და სჭირდება.
ყავა არის ჯერ არომატი, მერე ფრთხილად მოსინჯვა, ცხელი ხომ არ არის და თუმცა ცხელია, მაინც ნელ-ნელა მიეპარები და დალევას იწყებ.
შაბათია. მთელი კვირა ისტერიულად ვიჭიხვინე, მგონი დღიურის წერა უნდა დავიწყო რომ სიბერეში წავიკითხო რამდენ რამეს ვასწრებ...
Saturday, January 3, 2015
at 3:11 PM | 1 comments |
აჰაიდა საახალწლო
როგორ არ მიყვარს შემაჯამებელი პოსტები. არც არაფერს ვაჯამებ. ვზივარ სამსახურში, გიორგის გაკეთებულ უუუგემრიელეს ყავას ვსვამ (კონიაკით და კარიცით) და ვცდილობ ამით შევივსო ის ბედნიერების ნაწილი, რაც სახლში დავტოვე.
დღეს ეკატერინეს დაბადების დღეა, მაშინაც შაბათი იყო, რომ გაჩნდა. საყვარელი და პაწაწუნა. კიდევ ერთხელ რომ მაგრძნობინა, რა მაგარია როცა ახალ სიცოცხლეს აჩენ. :)
სიცხე აქვთ მარიამსაც და მაგასაც, ამიტომ დაბადების დღე შემდეგ...
Monday, November 24, 2014
at 1:35 PM | 0 comments | ცხოვრება, ხასიათი
ნოემბერი
გარეთ ძალიან ნოემბრული ნოემბერია. მოქუშული ამინდი არ არის (ყოველ შემთხვევაში არ იყო 2 საათის წინ) მაგრამ სუსხია. უკვე თითქმის დეკემბერია. ყოველ 1 დეკემბერს თავში გრუშეს ფრაზა მიტრიალებს -"ზამთარი ხომ მაინც გავა და გაზაფხული ხომ მაინც მოვა". გუშინ ნანუკას ვეუბნები არ მიყვარს შემოდგომა -თქო. სექტემბერი თითქმის ზაფხულია, ნოემბერში ცივა. სამაგიეროდ ოქტომბერი მიყვარს ძალიან. აღმოჩნდა რომ პრინციპში იყოს თავის შემოდგომა, არაფერს მიშავებს.
დღეს...
Tuesday, February 4, 2014
at 11:44 AM | 1 comments | ბუჩა, გართობა, მე, ნანუკა, სახლი, სხვადასხვა
თაგვი

ხომ არის დღეები ცხოვრებაში, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეს და ვერ დაგავიწყდება. ზოგი იმიტომ რომ მაგრად გაგიხარდა, ზოგი პირიქით, მაგრად გეტკინა, ზოგიც შეგეშინდა. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდებოდა იმ მომენტში, დროის გასვლის მერე უმეტესობა აუცილებლად პოზიტიურად გაგახსენდება.
ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვყვები, სიცილს ვერ ვიკავებ, მართალია, ამბავი...
Friday, November 22, 2013
at 1:37 PM | 0 comments | ორსულობა, ცხოვრება
მარტო სახლში

ავად ვარ. რაღაც ვირუსი ავიკიდე და ფიზიკურად ვერ გავქაჩე სამსახურში წასვლა და სახლიდან ვმუშაობ. ვსვამ თაფლ-ლიმნიან და ჟლოიან ჩაის. ვარ თბილად და ღუნღულად.
უბრალოდ ცოტა სუსტად ვარ და ხანდახან მეშინია გული არ წამივიდეს. მერჩივნა მარტო არ ვიყო, მაგრამ ვერავინ მოვა :) ყველა მუშაობს ან თავის პირადი საქმე აქვს, ბავშვებიც სკოლა-ბაღში არიან....
Subscribe to:
Posts (Atom)