მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, December 25, 2009

არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი

შოპენის ვალსს ვუსმენ და ღიღინის ხასიათზე ვარ. ყველაფერს რომ ფარდის იქით უყურებ და ოდნავ რომ გკიდია და სიამოვნების ბურუსში რომ ხარ თითქოს.ეკატოს თოჯინა ვუყიდე. პირველი თოჯინა ეკატოს ცხოვრებაში... მიხარია... აი რა ცოტაა საჭირო რომ იღიღინო და ცხოვრება ლამაზად მოგეჩვენოს და ბედნიერი იყო :)და დაიკიდო სამსახურში პრობლემები, ვალები, დაღლა.....ვიტყუები,...
»»  read more

Wednesday, December 9, 2009

ლოცვა

ზოგი ამბობს რომ სიტყვა კოსმოსში მიდის და უკან გვიბრუნდება მატერიალური სახით.სიტყვა, სანამ ითქმება, მანამდე არ აქვს ფორმა, თქმის მერე, აქვს ფორმა, შინაარსი და ძალა...ნამდვილად ასეა.ამიტომ განვისჯებით ყველა ჩვენი სიტყვების მიხედვით.ამ ბოლო დროს განსკაუთრებით ვფრთხილობ როცა რამეს ვამბობ.და ცნობილი გამოთქმა : არასდროს თქვა არასოდეს, როგორც არასდროს,...
»»  read more

Wednesday, November 18, 2009

ჩემი ფილმები

საერთოდ არ მიყვარს ფილმები. არც ტელევიზორზე ვგიჟდები. აი ეხლა ბუმი როა, 2012-ის სურვილიც კი არ გამჩენია რომ წავიდე. სხვა საქმეა მულტფილმები, რომლებიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ტომი და ჯერი, დისნეის მულტფილმები და ძველი რუსული მულტფილმები :) კიდევ ეს მულფილმი მიყვარს ძალიან არა დისნეის, Spirit– Stallion of the Cimarron. მაგრამ ამაზე სხვა...
»»  read more

Wednesday, November 11, 2009

ქართველი მენეჯერის აღსარება

ამას უფრო ჩემთვის ვწერ, საკუთარ თავს რომ ხშირად შევახსენო რა არის საჭირო რომ გაკეთდეს :)ქართველი მენეჯერის აღსარებაგამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა რომ დაფასებული და ღირებული ვიყო ყველასთვის ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც მინდა ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს ჩემზე, ჩემს მიღწევებზე,...
»»  read more

Monday, November 9, 2009

ეკატოს და ნანუკას სურათები

...
»»  read more

Thursday, November 5, 2009

ერთი სიყვარულის ისტორია

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ არ ვიცნობ(დი) ამ წყვილს.მართლმადიდებლურ ფორუმზე წავიკითხე რომ ერთ-ერთ უზერს ცოლი გარდაეცვალა. ორსული, მგონი 6 თვის :( ძალინა განვიცადე მაგ ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც ფორუმზე არ მიკონტაქტია იმ ადამიანთან. ის გოგო მარტო იყო სახლში, ცუდად გამხდარა და მგონი რომ დავარდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე :( მით უმეტეს, როცა ახალი ოჯახი გაქვს, პატარა ბავშვი...ყოველდღიურობა,...
»»  read more

Tuesday, November 3, 2009

ეკლესიის შავი პიარი

პური და სანახაობა!!!ამ რეჟიმის მიერ მოწოდებული სანახაობა ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პიარ კამპანიაა.რა უნდა გადაფაროს ამით?კაგებეს საბუთები... რატომ არ ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, არავინ უფლებას არ მისცემდა ”თანმშრომლობის” გარეშე ემოქმედა. როცა ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, როცა იცი რომ თუ მგელს ლუკმას არ გადაუგდებ, მთლიანად შეგჭამს.რუსეთთან ”თანამშრომლობაზე” ვის აკვირვებენ? როცა რუსები ჩამოდიან ფულიანი ქეიზებით და...
»»  read more

Wednesday, October 28, 2009

ყვავილები

ბუჩა 2 წლის და 2 თვის წინ გავიცანი. არასდროს ყვავილები არ უჩუქნია.ჯერ ჩუმად ველოდბოდი, მერე ნამიოკებით, მერე ვუთხარი, მერე ჩხუბში წამოვაძახე...არაფერმა გაჭრა. ყვავილები არ მაჩუქა....შარშან ოქტომბერში გადავედით ახალ სახლში, დენი არ იყო ჯერ შეყვანილი ოფიციალურად. ერთ კაბელზე ვისხედით 5-6 ოჯახი. საჭმელს ”პლიტაზე” ვაკეთებდი, რომელიც ზრდილობის...
»»  read more

Friday, October 23, 2009

შიში

არა, სიკვდილის შიში კი არ მაქვს, ეკატოს და ნანუკას რომ ვუყურებ, არ მინდა რომ უჩემოდ იყვნენ.როგორ ვუყვარვარ და რამხელა საყრდენი ვარ მაგათთვის.რამხელა ტრაგედია იქნება მე თუ არ ვეყოლები. აი ამაზე ვგიჟდები, რომ ვფიქრობ.მით უმეტეს ბავშვობაში როცა კარგავენ დედებს.მაგრამ ხომ არსებობს ასეთი შემთხვევები? როცა პაწიები კარგავენ დედას. ესე იგი იმ ბავშვებს შეუძლიათ ამ ტკივილის ატანა და ღმერთი იმიტომ უშვებს ასეთ განსაცდელს. ხო, მაგრამ მაინც...
»»  read more

Wednesday, October 21, 2009

დაგვიანებული კაიფი

მრცხვენია თქმა, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის არაფერი წამიკითხავს აქამდე.სახლში არ გვქონდა მაგის წიგნები ეტყობა, თორემ აუცილებლად მომხვდებოდა ხელში. ბიბლიოთეკაში არ ვიკითხავდი, სათაური დამაფრთხობდა. გუშინწინ ფორუმზე გოგოებმა დაწერეს ნაწყვეტი დოჩანაშვილისგან.”მოდიოდა ქალი, რომელიც იყო სახელადიისფერი...მოჰყვებოდა კაცი, რომელსაც ერქვაგავძეხი...მე...
»»  read more

Tuesday, October 20, 2009

ვარჯიში

ბოლო პერიოდია ვარჯიში დავიწყე.მთელი ცოხვრება ვვარჯიშობდი. ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი. 14-15 წლიდან სახლში ვვარჯიშობდი. სტუდენტობისას სახლში +დარბაზში. მერე კუს ტბაზე დავრბოდი + ვვარჯიშობდი.2 წელია თითქმის არ მივარჯიშია, თუ არ ჩავთვლით 1 თვე აუზზე სიარულს.მშობიარობის შემდეგ სულ მინდოდა დამეწყო ვარჯიში. იმის გამო რომ ძუძუზე მყავს ეკატო, ბუჩამ...
»»  read more

Monday, October 19, 2009

საჩუქარი

მაინცდამაინც საჩუქრები არ მიყვარს, მირჩევნია შემითანხმდნენ რა მინდა და ისე მიყიდონ დაბადების დღისთვის რამე, ვიდრე სურპრიზად. მე როცა ვინმესთვის რამეს ვარჩევ, იმ ადამიანის ადგილზე წარმოვიდგენ თავს და ვარიანტებს ისე განვიხილავ. თუ ოდნავ მაინც ახლობელია და არა ვთქვათ, ნანუკას კლასელი, მაშინ ვურეკავ იმ ადამიანს და ვეუბნები საჩუქრად რა გირჩევნია,...
»»  read more

Friday, October 16, 2009

როგორ მეშინოდა ქორწინების

ჩემ ნაწერს გადავაწყდი, ჯვრისწერის წინა დღეს დამიწერია:”ხვალიდან ახალი იწყება.აი ახალი... ყველაფერი ახალი...რომ არ მოგატყუო, მეშინია.მაგრად.ხანდახან ისე მაგრად მეშინია რომ მანქანის კარები მინდა გავაღო და წავიდე. მაგრამ სად გინდა წახვიდე?ეხლა ისე ვარ, თითქოს ფრთებს მაჭრიან..არადა არც არასდროს მქონია....უბრალოდ ისე მიყვარდა ფრენა... უფრთოდ....ეხლა...
»»  read more

Thursday, October 15, 2009

ხითხითები

ძალიან საყვარელი ვიდეოა.ეკატოც დაახლოებით ასეთი ხმით იცინის და სამსახურში რომ ვუსმენ ამას, უფრო მენატრება პატარა კაპარჩხანა:2-3 დღეა ”პრავებს მიკაჩავებს”. როცა რამე უნდა ეგრევე მუქარაზე გადადის, მუშტებს შეკრავს და იჭიმება, მეც თუ მაგრად ”დავხვდი”, მერე იღიმება და თავისას ცდილობს მაინც. ძალინა სასაცილოა :) ხოხავს ძალინა სასაცილოდ. ვერ ხვდებოდა რომ ხოხვით შეიძლებოდა გადაადგილება შორ მანძილზე, ხოდა მეც დავდექი ოთხზე და ერთი ხელი...
»»  read more

Tuesday, October 13, 2009

ჩემი სასახლე

დედაჩემის ბინა, ანუ სადაც მე ვცხოვრობდი ბოლო 10 წლის მანძილზე, მდებარეობს შავთელის ქ. 17-ში. ვინც არ იცის, ეს არის კონკასთან, ბავშვთა გალერიასთან ანჩისხატისკენ რომ ქუჩა შედის, პირველივე სახლი.ამას წინათ იაჰუში ძველი თბილისის ექსპერტს, ტემპერას ვესაუბრებოდი :)აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ბაგრატიონ-მუხრანსკებს ეკუთვნოდათ. ამიტომაც ერქვა მაგ უბანს...
»»  read more

Monday, October 12, 2009

კალენდარი

ესეც ჩემი დავალება ამ ორშაბათისთვის...
»»  read more

მატერიალური გეგმა (c) tomushka

ეს tomsuhka-ს ბლოგიდან გადმოვაკოპირე. დაწერით კი ჩემი დაწერილია :)ოცნებებს შევეშვი დაახლოებით 10 წლის წინ. არ მიყვარს. სულ ვამბობ, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით კი სადღაც სხვაგან, ამასობაში სრულყოფილად ვერც აქ ხარ და ვერც იქ :)ბავშვობის ოცნებებიც არ მახსოვს. ის მახსოვს რომ არასდროს მდომებია გათხოვება.ეხლაც არ მაქვს ოცნებები. არსებობს გეგმა, რომელიც მინდა რომ გავახროციელო. დანარჩენი კი თავისთავად მოდის, ღვთის წყალობად მივიჩნევ ყველაფერს.სურვილები...
»»  read more

Thursday, September 3, 2009

My new look

Finally I managed to find time and change something here.Of course could not get along without Sweety . (Thanks her again :) )I did not like the template I used to use before. She recommended me btemplates.com instead of Classic templates that blogger.com provides. I chose one I had now, but did not like pictures (it was spider, beach and something else).I started to change pictures, but could not.I started to think of giving...
»»  read more

just pics

...
»»  read more

Monday, August 24, 2009

დამნაშავის გრძნობა

წეღან ტაქსში ვიჯექი, უკან სვლით მოტრიალდა და კინაღამ დაეჯახა მანქანას, რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ დაჯახებოდა. ანუ მე ვიჯექი და ამ დროს დაეჯახა, ჩემი დანაშაული თითქოს არაფერია, მაგრამ დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა. მარტო დღეს კი არა, ზოგადად თითქმის ყველაფერზე მაქვს მასე. რა თქმა უნდა, რაც დიდი გავხდი და საკუთარ თავში ასე თუ ისე დავრწმუნდი, ნაკლებად ვგრძნობ ამას და საღი გონება, ყოველთვის მატორმუზებინებს ხოლმე, მაგრამ...
»»  read more

Wednesday, August 19, 2009

My sweet memories

ჭიორა ჩემი სოფელია, უფრო სწორედ, დედაჩემის დედის. ზაფხულობით ყოველ წელს აქ მოვდიოდი. მახსოვს ერთ ზაფხულს მე და ბაბუა ცოტა მალე ცამოვედით, იმ პერიოდში ცხვირიდან ხშირად მომდიოდა სისხლი. ღამე რამოდენიმეჯერ გამეღვიძა - ბაბუა ჩემ ლოგინტან სკამზე იჯდა და მყარაულობდა მთელი ღამე. კიდევ თბილისში, ყოველ საღამოს სპეციალურად ჩემტვის გარჩეული მზესუმზირები მოჰქონდა. ერთხელ კიდევ მახსოვს "პესკებზე" სახინკლესჰი წავედით ერთად და ხინკალი რომ მოიტანა,...
»»  read more

Friday, August 14, 2009

Just a perfect day

Gushin shovshi gaviseirnet manqanit. Zalian kargi iyo. Me, bucha, nanuka, ekato, dedachemi da chemi dishvilebi- rusa, qeta, nikolozi. Zlivs gamovida amindi. Mze anatebda dilidanve da iseti muki cisferi ca iyo, ver agvcer. Saglolos rom gavcdit suratebi gadaviget ukan axali datovlili mtebi iyo da imis fonze. Mere zemot avedit mjave ckalze da cota zemot kidev gashlili mdelo iko da ik davfuzdnit. Bavshvebma balaxze kotriali daickes,...
»»  read more

Tuesday, July 21, 2009

აღმოჩენა Wilhelm Kempff

დღეს დილით ფეისბუქზე დააგდეს ბეთჰოვენის ჩემი საყვარელი სონატის ლინკი Wilhelm Kempff-ის შესრულებით. საერთოდ აქამდე გლენ გოულდის შესრულებით ვსმენდი ყველაზე ხშირად ბეთჰოვენს. მიუხედავად იმისა რომ გოულდის შესრულებით უფრო ახლოა ჩემთან ბეთჰოვენის მუსიკა, ეს ძალიან მომეწონა, რაღაც ახალი აღმოვაჩინე თითქოს.საოცრად ხავერდოვნად უკრავს მაშინ, როდესაც...
»»  read more

Monday, July 20, 2009

მელქნაოტილური

მელანქოლიურის დაწერა მინდოდა და ეს გამოვიდა.და საერთოდ ბოლო პერიოდია ეგეთი შეცდომები ხშირად მომდის, გადავიღალე ეტყობა.ეხლაც თუ შემეშალა, არ შევასწორებ.ბოლო რამოდენიმე დღეა ეგეთი ვარ.საერთოდ ფლეგმატიკი გამოვდივარ, რომ ვუყურებ: ოპტიმისტი ინტროვერტი.აღარ მაინტერესებს რა ხდება გარშემო. პოლიტიკისკენ არარ ვიყურები (შეცდომა მომივიდა ჰა ჰა ჰა).ბარში...
»»  read more

Thursday, July 9, 2009

გეფერებით

რატომღაც მომინდა ამ წვიმაში ყველასთვის დიიიიიდი მზე გამეგზავანა და დიიიიდი ღიმილი...მიუხედავად იმისა რომ უამრავი საქმე მაქვს და ვზარმაცობ, მიუხედავად იმისა რომ თვის დასაწყისია და ხელფასი აღარ არის უკვე, მიუხედავად იმისა რომ სახლი მაქვს ძალიან დიიიდი ხნის დაულაგებელი და აშ...ძალიან კარგად ვარ :)ვიცი ამის მიზეზიც პრინციპში :)კიდევ ერთხელ დამტკიცდა...
»»  read more

Tuesday, July 7, 2009

ძველი ბლოგ-პოსტები (2005)

ჰმ...დღეს მომივიდა იაჰუუსგან რომ თქვენი ბლოგი ახალ პროფილზე გადაიტანეთო...2005 წელს სულ 3 პოსტი მაქვს დაწერილი და წასაშლელად რატომღაც დამენანა. ესეც ჩემი ბლოგერული წარსული :)Entry for October 11, 2005 მაშ ასე, დღეს დილით პმ მივიღე, ხატია დეიდა - დეპრესიის წამალი მეც მასწავლეთო. პასუხად მივწერე, სექსი შველის ცუდ ხასიათს-თქო, თორემ...
»»  read more

Friday, July 3, 2009

ეკატო საუბრობს

...
»»  read more

New pics of Kids

...
»»  read more

Friday, June 5, 2009

პური შეშაზე

დღეს დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი... ნანუკას ოთახში აივნის კარი გავაღე და ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, ჭიორაში რომ ვარ ხოლმე.. სიწყნარე, მზიანი დილა... და შეშის სუნი... ჩამოსასვლელთან პურის საცხობია, ხოდა იმის მილიდან ამოდიოდა ბოლი. (მომენატრა სოფელი...სოფლის ვიდეოსაც დავდებ, როცა ვიპოვი) ვა, ესე იგი მართლა შეშაზე აცხობენ თქო... ხოდა შესვენებაზე ფეხით ავედი სახლში, 60 თეთრად ვიყიდე პური და მართლა ძალიან გემრიელი გამოდგა......
»»  read more

Thursday, June 4, 2009

ვავა-Natal

სულ უფრო და უფრო ვშორდებით რეალობას.ეს კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგიაა.აღიქვავს სრულად სხეულს, ყოველ მოძრაობას, ხმას და არამარტო.ცოტა ვიგრუზები ხოლმე ასეთ რაღაცას რომ ვნახულობ.სულ მახსენდება მონასტერი, სოფელი... როგორ ახლოს ხარ სინამდვილესთან.თუმცა როცა დივანზე ზიხარ, და ასე ხელის გაქნევით არჩევ რა ფილმს უყურო, მომწონს :)ბუჩას მოეწონება, ნამდვილად ვიცი... მასეთი რაღაცეების ფანია...ესეც იუთუბიდან ლინ...
»»  read more

Wednesday, June 3, 2009

ერთი კომპოზიცია

არც ცნობილები არიან, არც არაფერი.. ახლობლები არიან...არც კი ვიცოდი თუ რამე მსგავსით იყვნენ დაკავებული...მაგრამ რომ მოვისმინე... ჰმ... სტოპ... მერე კიდევ მოვუსმინე...მერე კიდევ და ვაუ...იმის მერე ”ჰისთერიქალ საით”- მაქვს ამოჩემებული და ვღიღინებ.არადა ამას წინათ ვფიქრობდი რამდენი ხანია არ მიღიღინია თქო...დამიბრუნდა ისევ ღიღინები და ამ სიმღერის დამსახურებაა...სამსახურში ყურები მიკეთია და სულ მაგას ვუსმენ. ჩემი ხასიათია მელოდიაში...მიკვირს...
»»  read more

Friday, May 22, 2009

-which watch? -six watch. -such much?

ხომ მაგარი თარგმანია?ეს გამომიგზავნეს მეილზე ვიხალისე ძალიან.ჩინეთში ასე თარგმნიან ინგლისურ...
»»  read more

Wednesday, May 20, 2009

ეკატო :)

...
»»  read more

”პრავა” - ჩასაბარებელი ბილეთები

ჩემ საიტზე შემოსვლის სტატისტიკას რომ ვუყურებდი, დღეში მინიმუმ ერთი მაინც შემოდიოდა საძიებო სისტემაში სიტყვა ”პრავის” ჩაწერით.სულ პირველად გამიკვირდა, მაგრამ მერე ვნახე რომ აი ამ პოსტს მოყვებიან თურმე: მართვის მოწმობა (აქა პრავა) და აი ქუ (IQ) ტესტი ხოდა გადავწყვიტე სპეციალურად მაგ ხალხისთვის გამერკვია, თუ არის ინტერნეტში სადმე საგამოცდო ბილეთები.ასე...
»»  read more

Wednesday, May 13, 2009

დამახინჯებული საზოგადოება

ბავშვი გადაუგდიათ თურმე კიდევ :(დავმახინჯდით :(”არასასურველი” ბავშვი :(არ მინდა განვიკითხო...არავინ არის უარესი, მაგრამ ძალიან ძნელია....თუმცა რით გასნხვავდება აბორტით მოკლული ბავშვი ასე მოკლული ბავშვისგან?ალბათ არაფრით...მაგრამ რომ ვიხსენებ იმ მომენტს როცა ეკატო გაჩნდა და გულზე დამიწვინეს, როგორი შეშინებული სახე ქონდა, უსუსური... და ასეთი ბავშვი აიღო და ნაგავში ჩააგდო... უგულობააა :(ისევ იქ ვბრუნდები რომ აბორტით მოკლული ბავშვიც...
»»  read more

Tuesday, May 12, 2009

ეკატო ხმას სინჯავს

აი ეგეთი მეგრელი კაპასი ქალი გვყავს სახლში...
»»  read more

Tuesday, May 5, 2009

ბარკოდებიო თუ რაღაცეებიო.

ძალიან მომეწონა :).უფრო დაწვრილებით წერია აი აქ.შევამოწმე კიდეც.მერე შევედი ამ გვერდზე:http://www.mobile-barcodes.com/qr-code-software/და გვერდის მარჯვენა მხარეს Supported Mobile Phones-ის განყოფილებაში, ნახავ თუ რომელი პროგრამა მიდის შენ მობილურზე.ჩემ შემთხვევაში ეს მარტო beetagg აღმოჩნდა.გადმოვწერე. ჯერ ვერ ვხვდებოდი, როგორ და რა... მერე...
»»  read more
Related Posts with Thumbnails
 
TOP.GE