მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, December 24, 2008

მართვის მოწმობა (აქა პრავა) და აი ქუ (IQ) ტესტი

ვისაც ბილეთები გაინტერესებთ: გადადით ამ პოსტზე გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრება რომ ქალი საჭესთან იგივეა, რაც მაიმუნი ლიმონკით. არ ვეთანხმები კატეგორიულად და არა იმიტომ რომ ქალი ვარ. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს მაგ პრობლემა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მყოფი ყველა კაცი, აბსოლუტურად ყველა, აღიარებს რომ ვატარებ კარგად, საკმაოდ კარგად და ა.შ. ზოგი ხმამაღლა...
»»  read more

Tuesday, December 23, 2008

მშია

ტაკს. მშია....წარმოიდგინეთ ძველი უბანი, დიდი ოთახებიანი სახლით, ”დახურული” ეზოთი, ხოდა ასეთი სახლის, მესამე სართულზე, ფანჯარასათან, უფრო სწორედ, შუშაბანდში, ფანჯრებთან ვზივარ მე, ორსული, მშიერი, სტახანოველი... და ვიყნოსაც რომელიღაც ტირანი მეზობლის მიერ გაკეთებულ მოხარშული კარტოფილის სუნს, რომელიც ხახვშია ჩახრაკული. წარმოიდგინეთ ჯერ მოშუშული...
»»  read more

Friday, December 19, 2008

სათაურებს აღარ დავწერ

აბა რა დავარქვა არ ვიცი... მოკლედ ჩემი ბოლო პოსტი, რომ იყო რომ პირველი დღეა უმანქანოდ თქო, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, ჯერ კიდევ მანქანით დავდივარ... რეაქციებზე ვხალისობ ხოლმე, ნივიდან რომ გადმოვდივარ და მუცლით მხედავენ, ვხალისობ ძალიან... გუსინწინ თათიასთან ვიყავი, წადი ეხლა, და ბაიათი მოდიო :) უკვე შეგიძლია იმშობიაროო... ჯერ 2-3 კვირა წინ მაქვს გეგმით, მაგრამ მალე მინდა რომ გაჩნდეს. უკვე 3100-ია წონაში, 2-3 კვირაში კი გახდება...
»»  read more

Wednesday, December 10, 2008

უცნაურად ვარ

დილით გვიან გამეღვიძა, მერე ნანუკას გადავუწექი და გვიან ავდექით ორივე, ხოდა სკოლაში წასვლამდე ფართხაფურთხით გავაკეთე გერკულესი ჩემთვის წყლიანი, ნანუკასთვის რძიანი... მერე ფეხით წავედით გაჩერებამდე, სადაც ტაქსები დგანან. ფეხით რომ მოვდიოდი, გერმანია გამახსენდა რატომღაც. იქაც დილაობით ასეთი ტემპერატურა იყო და სამსახურამდე ფეხით მივდიოდი 5 წუთის...
»»  read more

Wednesday, December 3, 2008

34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ...ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო...ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი...
»»  read more

Friday, November 28, 2008

გინების მაგივრად

მოკლედ სამსახურს უნდა ვაგინო....არა გული ბოლომდე არ მიშვებს, პრინციპში ამის წყალობითაა რომ ყოველთვე სახლისთვის რაღაცეების ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჩემ უფროსს ეგოიზმის შემოტევა დაეწყო ჩემი შრომისუნარიანობის შემხედვარეს.მაყრის და მაყრის საქმეებს.არადა იდეაში 3 კაცი ვმუშაობდით.ერთი დეკრეტშია, მეორე წავიდა, თუმცა მეორე (ანუ ვიკა) მაინც მოდის საღამოობით და აკეთებს საქმეს.მაგრამ აი დეკრეტში როა, იმის საქმეებიც რომ დამემატა, ძალიან გავიჭედე......
»»  read more

Monday, November 17, 2008

ხზ

ესე იგი, ხუთშაბათს გამოვაქვეყნეთ ბუღალტრის ვააკნსია ჯობს.გე-ზე, მოვიდა რა თქმა უნდა უამრავი სივი, ზოგი მაგალითად იყო არაბულად... ტიპს ობჯექთივში უწერია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე ოფიციანტადო, ხოდა ჩვენი ორგანიზაცია ან ბუღალტრის ვაკანსია რა შუაში იყო, ვერ მივხვდი.ერთს თითქოს ნორმალური მონაცემები ქონდა, წალენჯიხაში ქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავდა და დავრეკე:- მარიკას თხოვეთ (იქიდან ხმაურები...
»»  read more

პოზიტივი

უკვე მიყვარს ეს პაწაწუნა :)აი რომ მოძრაობს და ვგრძნობ ეხლა ხელი იყო, ფეხი, ტაკო თუ თავი, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა.ნანუკაზეც ესე ვიყავი, ვიჯექი და მუცელს ვეფერებოდი, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდები თქო, ხოდა იმიტომაც გაჩნდა 8 თვიანი :) ანუ დაახლეობით იმხელა, 2-3 კვირაში რომ ვიქნები....მალე გადის დრო :)ეს უფრო ღონიერი ჩანს, ნანუკა უფრო ცელქი იყო. სულ მოძრაობდა. ამობზეკდა თავსაც და ტაკოსაც, მიკვირდა რას აკეთებდა, სამაგიეროდ...
»»  read more

Friday, November 7, 2008

ჭიტააა

ხომ ვამბობდი დროებითია თქო...პრინციპში კარგად ვარ. ნუუუ, ჯერ ბოლომდე კარგად არა, მაგრამ უკეთ ვარ. აღარ ვიღრინები...გუშინწინ ბუჩას ლამის ნეკა თითი მოვაჭერი, მეთქი შენი ზოლინგერის დანით ნეკას მოგაჭრი თქო, ხოდა კაიო და დადო ხელი მაგიდაზე, მე კდიევ ავიღე და დავიწყე გაჭრა, არ მაქვს ტორუმზები აშკარად. ჩემმა მეჯვარემ თქვა, ჯერ არ იცის ეტყობა რომ...
»»  read more

Wednesday, November 5, 2008

................

როგორ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ მიტყდება ... საწუწუნო იმდენიააა: ფული, სიცივე, მუცლის ტკივილი, წელის ტკივილი, უძილობა, საჭმლის კეთება, დაღლილობა... ყველაფერზე მინდა ვიწუწუნო... მაგრამ მიტყდება. ყველას გონია რომ მაგარი ამტანი ვარ და არ უნდა ვწუწუნებდე. ყველა მიეჩვია რომ ხატია მაგარია. უსინდისო ვიყო თუ ვიყო მაგარი. დავიღალე რააა... წავალ სადმე, 2-3 დღე გადავიკარგები. არც არავის ვეტყვი სად ვარ... იქნებ ცოტა მოვიდე ხასიათზე. საშინელი...
»»  read more

Friday, October 31, 2008

როცა მუშაობა მეზარება

რატომღაც სულ პარასკევს ემთხვევა, რომ მუშაობის ხალისი მაინცდამაინც დიდი არ მაქვს.ხოდა ფორუმის გარდა, ხანდახან ვცდილობ რაღაცეები ვითამაშო. დღეს ეს თამაში ამოვიჩემე და აქედან გავედი კიდევ რაღაც 2-წუთიან თამაშების საიტზე თუ რაღაც ამადაგვარი. გავედი. ისევ რაღაცეების კეთება მიწევს, მეზარება...
»»  read more

Tuesday, October 28, 2008

ორსულებისთვის

დღეს ექოზე ვიყავი. 29 კვირის ვარ, ბაო ცოტა დიდია, პრინციპში არც მიკვირს :)მერე ინტერნეტში ვიქექე და საინტერესო დიაგრამები აღმოვაჩინე. სათითაოდ ჩავაგდებ.ეს არის სავარაუდოდ ბავშვის ზომა წონა კვირების მიხედვით:http://www.babycenter.com/average-fetal-length-weight-chartდა კიდევ ძალიან კარგი საიტია:www.paternityangel.com იქ არის განყოფილება, Week...
»»  read more

ჩემი მიგნებები

- ადამიანებს როცა აჩვენებ რომ ენდობი და მათზე კარგად ფიქრობ, მაქსიმალურად ცდილობენ შენი ეს დამოკიდებულება გაამართლონ. (საუბარი არაა უმცირესობაზე, რომელსაც პრინციპში ემჩნევა კიდეც რომ პრობლემა აქვს)- ის, რაც გასაკეთებელია, იმ წუთას უნდა გააკეთო (ეს ამის წაკითხვის მერე გადავწყვიტე დამეწერა)- ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მაგრამ გადამტერებასაც ნუ იჩქარებ :)- ყველაფერს თავისი დრო აქვს!!! ეს განსაკუთრებით ძვირფას აღმოჩენად მიმაჩნია....
»»  read more

Monday, October 20, 2008

შავი ხვრელი

ვიკარგები....არ ვიცი რაში და რატომ.ერთი წამით დავფიქრდი წეღან და მივხვდი რომ საკუთარი თავი აღარ მაქვს.მაქვს საქმეები...სახლის საქმეები....გასაკეთებელი მანქანა....შვილი...ქმარი...მუცელში შვილი....მე - აღარსად არ ვარ....მოძღვართან არ ვყოფილვარ დიდი ხანია სასაუბროდ. ასეთ დროს თაროზე ვდებ ჩემ თავს, ხოდა ეტყობა ისევ იქ დამრჩა. რომელ თაროზე, ვეღარ ვიხსენებ.არადა სულ მეგონა რომ არ დავიკარგებოდი საყოფაცხოვრებო აურზაურში.ყოველთვის მქონდა...
»»  read more

Thursday, October 9, 2008

Christmas Game

აი გუდაურში რომ ვითამაშეთ ის თამაში როგორია:გჭირდებათ- ადგილი სადაც წრეზე დასხდებით ან უბრალოდ დასხდებით.- ადგილი საჩუქრებისთვის (ცენტრში და მერე თითოეული თქვენგანის წინ)- 2 ცალი კამათელირაც მეტი ადამიანი, მით უკეთესი. ყველას მოაქვს 2 საჩუქარი, ერთნაირად შეფუთული. ამ საჩუქრებიდან ერთი არის მართლა კარგი საჩუქარი, ანუ ის, რისი მიღება შენც ძალიან...
»»  read more

Wednesday, October 8, 2008

არ ვიცი რა დავარქვა

მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 9 წლის წინ მქონდა პერიოდი რომ 4 თვე მარტო ვცხოვრობდით მე და ნანუკა, მაინც მიჭირს მიჩვევა.ასე თუ ისე განებივრებული ვიყავი დედაჩემისგან, მერე დედამთილისგან და მიუხედავად იმისა, რომ საჭმელსაც ხშირად მე ვყიდულობდი დედაჩემთან, გადასახადებსაც მე ვიხდიდი და ა.შ. მაინც რაღაც მომენტში მიჭირს რა.მგონი პასუხისმგებლობის მომენტია, მაგალითად დღეს დილით ტუალეტის ქაღალდი გათავდა (ასეც ხდება, თურმე). წინა სახლებში...
»»  read more

Monday, October 6, 2008

Home Sweet Home

როგორც იქნა ჩემი ერთწლიანი და 7 თვიანი ოცნება ახდა და ახალ ბინაში გადავედი, რომელიც 2007 წლის 10 მარტს ვიყიდე, მერე იდეაში 2007 წლის ივლისში უნდა შევსახლებულიყავი, მერე გადაიდო სექტემბრამდე, მერე ახალწლამდე, მერე მარტის ბოლომდე, მერე მიასის ბოლომდე, მერე მე თვითონ დავიკიდე და ბოლოს როგორც იქნა, გუშინ საზეიმოდ გადავედით.პრინციპში ჯერ პარკებში ვცხოვრობთ, ანუ დილით ტანსაცმელებს ფეხსაცმელებს, სავარცხელს, კბილის ჯაგრისს, პასტას და...
»»  read more

Friday, October 3, 2008

Gudauri Vodkaa

არა, ვოდკას არავინ დამალევინებდა, მიუზედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია ლუდის მერე, მაგრამ გუდაურზე, ვოდკა მოდის ასოციაციად ;)სექტემბერში რომ ვამბობდი, სადმე მინდა წასვლა თქო, ხოდა აი ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ბებერბი იტყოდნენ :)ყოველწლიურ რითრითზე წავედით სამსახურიდან, ეს რითრითი (retreat) რას ნიშნავს, ბოლომდე ვერ ვხვდები,...
»»  read more

Saturday, September 27, 2008

საქართველო-რუსეთის ომი

სულ ვფიქრობ რომ არ ვიფიქრო ხოლმე, იმდენად ძალიან მტკივა და მტკიოდა ეს ყველაფერი...არ ვიცი, ცუდად ვიქცევი ალბათ, მაგრამ თავს ვიცავ ეტყობა, თორემ ძალიან, ძალიან ცუდად ვიქნები.ამ მდგომარეობაში ცოტა ეგოსიტურად უნდა მოვიქცე ალბათ, პაწაწუნა კარგად უნდა იყოს!მაგრამ რა დააშავა სხვამ?რამდენია, ვინც ორსულად არის და სახლი და კარი აღარ აქვს. ან სულ ის მახსენდება, გაზეთში რომ იყო სურათი, ორსული ქალის საფლავიო და ეზოში რაღაც სახელდახელო საფლავი...
»»  read more

Friday, September 19, 2008

პარასკევი

ხანადახან მჭირს ხოლმე ეგეთი ხასიათები: ტუკ ტუკ, წკაპ წკაპ, პიკ-პიკ...ერთი სული მაქვს როდის ჩამთავრდება სამუშაო დღე რომ სახლში წავიდე. რაღაც ძააალიან არა სამუშაო განწყობა მაქვს, პრინციპში არც არაფრის განწყობა არ მაქვს. დავწვებოდი და ტელევიზორს ვუყურებდი ან წიგნს წავიკითხავდი...მერე დავიძინებდი...მერე ავდგებოდი შევჭამდი, ნანუკას გამოვიყვანდი,...
»»  read more

Monday, September 15, 2008

Gagi

მგონი რაღაც დაგრუზულები ვართ ხო?ალბათ გაგის სადღეგრძელოა და იმიტომ ვართ ასე სევდიანები.დღეს არის გაგის დაბადების დღე. თითქმის არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი ადამიანი იყო, ცხოვრებაში არასდროს რომ დაგავიწყდება.შინაგანი ინტელექტის მქონე, რაც ჩემი აზრით უპირველესია ადამიანში...ამ დღეს სალომეს "ვაცილებდით" იდეაში ვიმხიარულეთ, უბრალოდ ამ მომენტში ვართ...
»»  read more

Sunday, September 14, 2008

ინდიქტიონი

დღეს ეკლესიური ახალი წელია, უფრო მეტიც, ინდიქტიონი ნიშნავს რომ ამ დღეს დაამთავრა უფალმა სამყაროს შექმნა...ძალიან მაგარია.გილოცავთ!!!მეც ვულოცავ ჩემ თავს.მაგრამ რაღაც სევდიანად ვარ. სევდიანად ან დაღლილი.. დავიღალე ცოტა, დღეს ქეთას დაბაბდების დღე იყო. მერე სტუმრები გვყავდნენ სახლში, სუფრა და ამბები... ჭურჭელი გავრეცხე, მივალაგე და ეხალ აქ ვზივარ და ვგრძნობ რომ აბსოლუტურად არაფრის თავი არ მაქვს. მაცივარში გაყინული წყალი მაქვს და...
»»  read more

Thursday, September 11, 2008

Let's try #1

რაღაც ვერ ვამუღამებდი ბლოგებს.humanoid-ის, ყვავას და apachi-ის ბლოგებს რომ ვნახულობდი, მეგონა ბლოგი მარტო იმათთვისაა ვინც რამე შემოქმედებას ეწევა თქო.მერე აღმოვაჩინე რომ kissie და Sweet baby girl-იც აქტიური ბლოგერები ყოფილან. მერე აღმოვჩნდი kuxna.blogspot.com-ზე, დავაკომენტე რაღაც, ხოდა მივხვდი რომ ბლოგერობა ჩვეულებრივი მოკვდავობა ყოფილა და არა მხოლოდ გენიოსთა ხვედრი :)აზრზე არ ვარ რა გამოვა. ან სად რა უნდა ჩავამატო.იმედია ავითვისებ.აბა...
»»  read more
Related Posts with Thumbnails
 
TOP.GE