მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, December 14, 2011

ასათიანის კაბინეტი

აი უბრალოდ მომავალში, როცა ძალიან დატვირთული ვიქნები, რომ გადავხედო ამ პოსტს და მივხვდე რომ თურმე ყველაფერს გადაიტანს ადამიანი. ჩემი დღის რეჟიმი ამ კვირაში:ორშაბათი:- ღამე რა თქმა უნდა ყოველ 2 საათში პოსტზე იყავი დამ არიამს ვაწოვებდი ძუძუს.- დილIთ, 7:30-ზე მაქსიმუმ გამაღვიძა ეკატერინემ, ჩავაცვი, მულტფილმები ჩავურთე;- გავაკეთე მაკარონი ტუნათი...
»»  read more

Monday, November 14, 2011

მორიგი ფსიქოლოგიური ტესტი :)

ეტყობა მომეწონა რა პასუხიც მივიღე :DВаш соционический тип. Тест В. ГуленкоНабрано баллов: 9Сенсорно-логический интроверт (СЛИ) — Мастер (Габен)Описание И. Вайсбанда1. «Айсберг в океане». Упрямый, замкнутый, почти всегда одинаково холодный и загадочный. Движения спокойные, точные, исключительно экономные. Со стороны кажется, что достигнутый результат всегда больше затраченных усилий. Неброское тихое упорство при обязательном завершении...
»»  read more

Friday, November 4, 2011

ეჭვიანობა

გარშემო ყველამ იცის რომ ეჭვიანი ვარ. თუმცა მაინცდამაინც არ ვეთანხმები ამას. მე ვფიქრობ რომ არ ვარ ეჭვიანი, უბრალოდ თავს ვაჩვენებ რომ ვეჭვიანობ. როგორც იტყვიან ატ ეტავა ნი ლეგჩე :) ყოველ შემთხვევაში არა მგონია ბუჩა თავს ბედნიერად გრძნობდეს ამის გამო. აი მაგალითად, სიგიჟემდე მაინტერესებს ვინ უგზავნის სმს, სამსახურის მეილზე ვინმე ხომ არ წერს...
»»  read more

Saturday, October 22, 2011

სმს

კომპიუტერთან ვზივარ, წიწიბურას ვჭამ ქათმის სოსისთან ერთად. მანამდე ქერის ნახარში დავლიე - იქნებ როგორმე რძე მომემატოს, რაც სამსახურში გავედი, რძე დამიცოტავდა. ვზარმაცობდი და შუადღისას ხანდახან არ მოვდიოდი, ეს კიდევ მიეჩვია ბოთლიდან ჭამას და ეზარება ძუძუს წოვა. სამსახურში გავედი და ისევ ოთხშაბათით დავიწყე კვირის ათვლა, ოთხშაბათი რომ მოდის,...
»»  read more

Saturday, October 1, 2011

pregnancy addicted

პირველად ნანუკაზე რომ ვიმშობიარე, მაშინ დამეწყო იმ მდგომარეობის ”ნოსტალგია”, რაც ორსულობაში მქონდა. ამას წინათ ტაძარში ერთი გოგო მეკითება, როგორი გრძნობაა, ორსულად რომ ხარო. მეთქი ყველა განსაკუთრებით გიფრთხილდება, ყველა სხვანაირად გიყურებს, მარტო ნაცნობები კი არა, ქუჩაშიც. არ არსებობს ვინმემ ცუდად შემოგხედოს, პირიქით ყველა დადებითად არის...
»»  read more

Sunday, September 25, 2011

მარიამის დაბადება

მოკლედ, მთელი რიგი სიმპტომების მიუხედავად მშობიარობა არ იწყებოდა, ამიტომ დავიკიდე, შაბათს მარტყოფში წავედით, ღვთისმშობლის ხატთან სავედრებელი პარაკლისი წავიკითხეთ, ვიტრაპეზეთ. კვირას ბომბორაში ვისეირნეთ და საღამოს პროდუქტებზეც წავედით და ვიარე ბევრი.შუაღამისას 3-ზე გამეღვიძა ოდნავ წყლები მქონდა დაღვრილი, უცბად მოვემზადე და წავედი. თან მეშინოდა...
»»  read more

Wednesday, August 24, 2011

მე - დედა

ეკატერინე 2 კვირა აქაა. ეს ბოლო დღეებია რუსიკოსთან ვერ მიმყავს, ფაქტიურად სულ ჩემთან არის. ძალიან ვიღლები, ნუ ვიღლები იმიტომ, რომ მუდმივ კონტაქტს ითხოვს. სამსახურში ერთად დავდივართ. უკვე იცის, რომ დილიტ სახლიდან რომ გამოდის "სასახურში მიდივართ". კიდევ კარგი მარტო ვარ და ყველა შვებულებაშია. ჩემი თანამშრომლის კომპიუტერთან ზის და უყურებს მულტფილმებს. მერე მივდივართ. ვსეირნობთ. ხან ვესტუმრებით ვინმეს, ხან სადმე შევივლით. ვტკბებით...
»»  read more

Friday, August 19, 2011

ფერისცვალება

დღეს ფერისცვალებაა. მამაო ყოველ წელს ქადაგებს და ყოველ წელს ალბათ ამას ამბობს, მე მავიწყდება ხოლმე :( ფერისცვალება უფლის ფერისცვალება კი არ იყო არამედ მოწაფეების. თორემ ქრისტე მანამდეც ბრწყინვალე და ღმერთი იყო, უბრალოდ მოწაფეებს აეხილათ თვალი და ახლებურად დაინახეს უფალი. ხოდა ფერისცვალება ყველა ჩვენგანში უნდა მოხდეს, რომ ახლებურად დავინახოთ ღმერთი, შევიგრძნოთ მისი ბრწყინვალება და სიდიადე. ვეზიარე დღეს. სამაგიეროდ დედაჩემსაც და...
»»  read more

Wednesday, August 3, 2011

ხილის წვენი ჩემ ცხოვრებაში

ადრე წვენებს არ ვყიდულობდი.ნაწილობრივი იმიტომ, რომ ადრე ბაზარზე უმეტესობა წვენს საშინლად ხელოვნური გემო ქონდა (დაწყებული წყალში გასახსნელი "ზუკოდან") და კიდევ ახლობლის ნათქვამი ფრაზის გამო, რომ ერთერთი ქართული მოწინავე ბრენდის ყველა წვენი ვაშლის წვენია, რომელსაც დამატებული აქვს არომატიზატორები. ანუ რომ მგონია ანანასის წვენს ვსვამ, თურმე სინამდვილეში...
»»  read more

Sunday, July 31, 2011

მოწყენილი და მარტოხელა ძროხა

გავუშვი ჩემები, ცოტა გვიან წავიდნენ, სადღაც 2 საათში წესით ჩავლენ უკვე. მენატრებიან უკვე. სახლში კიბეზე რომ ამოვდიოდი, ეკატერინეს ხმა ჩმოსმოდა ყურში ”ლატომ გათისე?” პრეტენზიანარევი ტონით. და რომ წარმოვიდგინე რომ მინიმუმ 2 კვირა ამას ვერ გავიგებდი, ლამის ვიტირე. ბავშვები ოთახში რომ შევედი, მეთქი ჯანდაბას, დავალაგებ მე ან იყოს ასეთი არეული,...
»»  read more

Saturday, July 30, 2011

აცე, ვიროოოო!

აი სრულიად აღშფოთებულმა უნდა დავწერო დღევანდელი, უფრო სწორედ, უკვე გასული დღე. იმითდავიწყებ, რომ ღამე ისევ არ მეძინა, ეკატერინემ ისევ გამაღვიძა რამოდენიმეჯერ, ცხელოდა ეტყობა, მერე მე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მე მცხელოდა და ასე გავქაჩეთ და დილით 7:45-ზე ავდექი. ისიცნ ეკატერინეს ძალდატანებით ”მიკი მაუსი ცართე ლაა”. 10-ისთვის წავედით მე, ნანუკა...
»»  read more

Wednesday, July 27, 2011

სთენდ ბაი.

დღეს ფბ-ს ექაუნთს დეაქტივაცია გავუკეთე. ძალიან ცუდად ვარ, გადავიღალე, რესტარტ და ცხოვრების შათ დაუნ არ გამოდის, ხოდა ალბათ ამით იყო პროვოცირებული, რომ რომელიმე სამყაროდან მაინც გამეკეთებინა ”შატნ დაუნ”, თუნდაც დროებითი. მთელი ღამის განმავლობაში ოთხჯერ გამაღვიძა ეკატერინემ და დილითაც 7-ზე დამადგა, დედიკო, გაივიძე და მიკი მაუის ჩამირთეთი. წკიპზე...
»»  read more

Tuesday, July 26, 2011

კარტრიჯების დამტენი ბიჭი

1 თვის წინ მკვლევარების ოთახში კარტრიჯი იყო დასატენი და ცოტა ფეხი კი ვითრიე, მაგრამ მერე დავწერე წარდგინება და მეორე დღეს, დაგვიანებულზე რომ მოვედი სამსახურში, ზურგჩანთით ბიჭი იდგა დერეფანში და მელოდებოდა. ბოდიში მეთქი და გავუღე ოთახი. რაღაც ისეთი ტიპი იყო, გამორჩეული გარეგნობით, მე ზოგადად მიჭირს ადამიანების დამახსოვრება ზედიიზედ თუ არ ვნახე 2-3 დღის განმავლობაში და თან სასურველია ერთიდაიგივე ტანსაცმლით, რომ დავიმახსოვრო. ეს...
»»  read more

Tuesday, July 19, 2011

ერთი სამსახურის დაკარგვის მიზეზი

დილით ბანაობისას სამსახურის პრობლემებზე ვფიქრობდი. აქაც აირია საქმეები, არადა როგორ არ მინდა, ყოველ 6 თვეში სამსახურის ცვლა. მერე ის გამახსენდა ECMI-ში რომ არ ვმუშაობ, ვისი დამსახურებაა და კიდევ დავიგრუზე. სულ მიკვირს რატომ უნდა არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვისთვის ცუდი უნდა. ნუ იდეაში, თავის თავისთვის და კატიასთვის უნდოდა კარგი,...
»»  read more

Monday, June 27, 2011

Black or White?

როგორ არ მინდა რომ დავწერო ყველაფერი. ბოლომდე არც არავის ვუყვები რა და როგორ, იმიტომ რომ დრო რომ გაივლის არ მინდა გამოჩნდეს რომ რამე "ვჭამე", "გადავყლაპე" და ა.შ. როცა რამე გადაწყვეტილებამდე მივალ, მერე ალბათ დავწერ კიდეც, მანამდე უბრალოდ ვერ ვარ კარგად. დაძაბული ვარაგრესიულიგაბრაზებულიცმთელი ღამე არ მიძინია, ძვლები მტკიოდა ნერვიულობისგან,...
»»  read more

Sunday, June 12, 2011

ვოიაჟი ელიავას მიდამოებში

დილა დაიწყო 7-ზე გაღვიძებით. სულთმოფენობაა... სახლიდან 10-ის ნახევარზე ადრე ვერ გავეტიეთ. ბუჩა სახლში დარჩა იმიტომ, რომ როგორც იქნა ონკანის გაკეთებას მოკიდა ხელი, თან მარტო ონკანის ამბავი არ იყო, ნიჟარა უნდა მოეხსნა კედელში ახალი ხვრელები გაეკეთებინა, ძველები დაეგმანა ისა, ესაა. ანუ გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა. ჯერ ტაძარში, მერე კალოტკებზე, მერე ბაზარში. დავაწყე გეგმები. ტაძართან რომ მივედი, ქუჩაზე დავატრიალე, ვიგრძენი რაღაცას...
»»  read more

Monday, June 6, 2011

სთენდ ბაი

აი რაღაცნაირად მტკივა შიგნიდან ყველაფერი. მარტო ფიზიკურ ტკივილზე არ ვამბობ, სხვანაირადაც მტკივა. დიდი სიამოვნებით ვიტირებდი, მაგრამ არ მინდა შანტაჟად ჩამეთვალოს. არადა დიდი იმედგაცურება მაქვს. ძალიან დიდი. აღარ ვარ ბედნიერი.არადა რა მარტივი რეცეპტია - თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, უბრალოდ იყავი ბედნიერი. ვეღარ გამომდის. ეტყობა ზემოდან იმდენი მძიმე რაღაც დაააწვა, რომ სადღაც დაიკარგა ჩემი ბედნიერება. 1 წლის წინ ზუსტად იმაზე ვტუქსავდი...
»»  read more

Sunday, June 5, 2011

ბავშვობის ოცნებები

ჩემ ახალგაზრდობაში ერთი ანეგდოტი იყო ”ხოდში”. თვითმფრინავი ავიაკატასტროფას განიცდის და მარტო 2 ადამიანი გადარჩება, ერთი კაცი და შერონ სტოუნი, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე გაირიყებიან. რა უნდა ქნას ორმა ზრდასრულმა ადამიანმა, რომლებიც მარტო არიან კუნძულზე? სწორია, ხოდა ესენიც დაკავდნენ მაგ საქმით, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და ა.შ. გავიდა 1 თვე. ამ...
»»  read more

Wednesday, May 25, 2011

რა მინდა

იმდენად იშვიათად ვამბობდი ცხოვრებაში "მინდა"-ს რომ მეუცხოვა, დღეს დილით რომ აღმოვაჩინე, რომ რაღაც მინდა. ეკატერინე ბაღში რომ მივიყვანე და ეზოში დავტოვე საქანელასთან, მომინდა მეყურებინა როგორ ისრიალებდა, როგორ მოიქცეოდა სხვებთან მიმართებაში, მინდოდა უბრალოდ მეყურებინა. მერე გული დამწყდა რომ წამოვედი სამსახურში და დავფიქრდი, მართლა მინდა რომ ბავშვებთან ვიყო უფრო მეტ ხანს. თვეში 1000 ლარი რომ იყოს საიდანმე შემოსავალი მარტო ჩემი,...
»»  read more

Saturday, May 14, 2011

ჰა ეს?

სასომხეთში ვიყავი :) სახმელეთო საზღვარზე პირველად მომიწია გადასვლა და ფრიად აღვფრთივანდი მანქანაში შემოჭყეტილმა კამერამ და სურათის ასე გადაღებამ. კომფორტულად გაგვატარეს ჩვენი მხრიდან (სადახლოში), იმათ მხარეს, რიგშიც კი მოგვიწია დგომა, მე მუცელი გამოვბზიკე, იქნებ გამატარონ თქო, არ ვიცი ამან გაჭრა თუ დაემთხვა, სხვა ადგილას მიმითითეს იქ მიდიო....
»»  read more

Monday, May 2, 2011

ჭაობი

ჭაობის განმარტება ვერ ვიპოვე ნეტში. ისე ჩემი ნება რომ იყოს, ასე განვმარტავდი "წყლის პირას, ტენიანი, დამყაყებული სველი მიწა, რბილი და მეტად საშიში ჩასაფლობად". ვინმე უკეთესად იზავს ამ ამბავს :) საყოფაცხოვრებო ჭაობის განმარტება ალბათ ასე იჟღერებს: "ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული ოჯახის წევრები, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ უნარი, შეამჩნიონ...
»»  read more

Saturday, April 23, 2011

ახალი ტელეფონი

ბუჩამ ახალი მობილური მიყიდა გუშინ. :) ამოუვიდა ყელში ეტყობა, მე რომ ვერ მირეკავდა და დაივერთი ირთვებოდა ისევ თავის ნომერზე. ძალიან გამეხარდა. თვითონ ფაქტი, რომ გამახარა და ჩემზე იზრუნა. ტელეფონს ნელა ნელა ვითვისებ, Sony Ericsson Elm. ყველა ფუნქცია აქვს რაც კი ტელეფონში მომწონს, WI-Fi-დან დაწყებული, რადიო-ფანარით დამთავრებული. ერთადერთი ქართული...
»»  read more

Wednesday, April 20, 2011

Queen - The miracle

დაახლოებით 16 წლის რომ ვიყავი, შეყვარებული მყავდა, (აი ამ პოსტში მიწერია) რომელიც Queen -ის ფანი იყო. მაგის ძმაკაცმა ჩამოუტანა ამერიკიდან ორიგინალი ალბომი (კასეტაზე) და მაშინ განსაკუთრებით მომეწონა რამოდენიმე კომპოზიცია. აი ეს კიდევ ჩემი ერთერთი საყვარელი სიმღერაა. დილით ბუჩა წავიყვანე სამსახურში თავისივე მანქანით და Queen -ის ნ აკრები გაუკეთებია,...
»»  read more

Monday, April 18, 2011

დღეს

აი დღეს დილით, როცა ყაზბეგის ქუჩაზე ჩამომავალმა ტაქსის მძღოლმა მანიშნა უკანა საბურავზე, დაშვებულიაო, მივხვდი რომ მომბეზრდა. ვსო, ამოვიდა ყელში ეს მანქანა, ახალი მინდა. მერე მივხვდი რომ მარტო მანქანის შეცვლა კი არა, ძველი ხატია მინდა. აი მანქანა მომინდა - ვიყიდე, სამსახურს ვიცვლიდი და უკეთესში გადავდიოდი, რაღაც სიახლეები მქონდა. ხალისიანი ვიყავი. ხოდა, დღეს მივხვდი, რომ ძველი ხატია მინდა. ხოდა დაბრუნდება. რაღაც სულ ტყუილად აკიდებული...
»»  read more

Tuesday, March 22, 2011

ორსულების ლოცვა :)

ყოვლად ძლიერო უფალო, შემოქმედო ყოვლისა ხილულისა და უხილავისა! შეგივრდებით შენ, უსაყვარელსსა მამასა ჩვენსა არსებანი, გონებით დაჯილდოებულნი, რამეთუ შენ შეჰქმენ მოდგმა ჩვენი განსაკუთრებული განგებულებითა შენითა, გამოძერწე მიწისაგან გვამი ჩვენი გამოუთქმელითა სიბრძნითა შენითა და შთაჰბერე სული შენისაგან სულისა წმიდისა, რათა ვიყოთ ჩვენ ხატება შენი. და თუმცა, შენს ნებაში იყო ჩვენი მეყსეული შექმნა, მსგავსად ანგელოზებისა, მაგრამ სიბრძნემან...
»»  read more

Tuesday, February 22, 2011

აჰაიდა ჰორმონები

აი საკუთარი თავი გიჟი რომ გგონია, მასე ვარ.ოღონდ ჯერჯერობით ჯერ ვფიქრობ ეხლა გავგიჟდე თუ არა და მერე ვგიჟდები. ერთადერთი ეკატერინეს ჭიჭყინზე ვითრგუნები მორალურად. თან მარტო ჩემთან ჭიჭყინებს. ხმას რომ იღებს, მე ვესვენები ხოლმე.თუმცა ერთი ორჯერ გავაჩუმე. მაგრამ ეხლა ესეც დაამუღამა, როდის ვაპირებ რომ გავაჩუმო და აქეთ მაჩუმებს "ეეეეხაააა, დედიკოოო ცუუუუუუ. ცუმად, ცუმად" და თან ტუჩზე იდებს თითს, ჩუმად იყავიო. ტუტუცი ეგა.ნანუკა დიდი...
»»  read more

Friday, February 11, 2011

2=3

ეს ის შემთხვევა არაა, ბავშვობაში რომ ვამტკიცებდით რომ 2X2=5-ს :Dამ შემთხვევაში 2 ხაზი მესამე შვილს უდრის, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში იქნება :)ჭკუაზე არ ვარ. ძალიან მიხარია.23 იანვარს, წირვის მერე ფარმადეპოში თუ ფარმაცენტრში ბავშვებს პიკოვიტი ვუყიდე და ისე, ყოველი შემთხვევისთვის 65 თეთრიანი ტესტი გამოვაყოლე. წესით 2 დღე კიდევ უნდა მომეცადა,...
»»  read more

Monday, January 3, 2011

ბავშვები

ეხლა ფბ–ზე ერთ ალბომს ვათვალიერებდი, პატარა ბავშის სურათებია, ეტყობა რომ რაღაც პრობლემები აქვს, თვალებიც უელამდება, ხელებიც რაღაცნაირად უკავია, ეტყობა ტვინის პრობლემა უნდა იყოს, არადა ისეთი საყვარელია. ტირილი დავიწყე.ღმერთს ხომ ჩემზე მილიონჯერ უფრო მეტად უყვარს ეს ბავშვები. როგორ არ მინდა სიტყვა "რატომ" ვიხმარო, მაგრამ ხანდახან ადამიანური სისუტით ხტება ხოლმე ეს კითხვა.ვერ გავიგებთ.არადა რა მარტივია – ყველა ბავში უნდა იყოს ბედნიერი.ქუჩაში...
»»  read more
Related Posts with Thumbnails
 
TOP.GE