მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, December 10, 2008

უცნაურად ვარ

დილით გვიან გამეღვიძა, მერე ნანუკას გადავუწექი და გვიან ავდექით ორივე, ხოდა სკოლაში წასვლამდე ფართხაფურთხით გავაკეთე გერკულესი ჩემთვის წყლიანი, ნანუკასთვის რძიანი... მერე ფეხით წავედით გაჩერებამდე, სადაც ტაქსები დგანან. ფეხით რომ მოვდიოდი, გერმანია გამახსენდა რატომღაც. იქაც დილაობით ასეთი ტემპერატურა იყო და სამსახურამდე ფეხით მივდიოდი 5 წუთის გზა იყო, იგივე კურტკა მეცვა, ტემპიც იგივე იყო... ვინანე, რატომ მალე არ გამოვედით და სკოლამდე ასე ფეხით ვივლიდით თქო.
ტაქსმა 4 ლარიო, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა არ მიყვარს, 3 ლარი მეთქი ვუთხარი. წარმოდგენისთვის - საუბარია ვერის სასაფლაოდან ატენის კუთხემდე ჩასვლა. პრობკები იქნებაო, მეთქი, დამიჯერე და იმ გზით წავიდეთ რომელსაც გეტყვი და არ იქნება მეთქი...
ნანუკა მივაცილე სკოლაში და მერე ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე მე-5 კორპუსთან, ეგრევე მოვიდა ავტობუსი, მგონი 102 ნომერი. თავისუფლებაზე მივდივარო, მითხრა მძღოლმა და დავჯექი.
საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტროლეიბუსი ჩემი საყვარელი ტრანსპორტი იყო მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ეხლა კიდევ ეგზოტიკასავითაა, თუ მომიწი ავტობუსში ჩაჯდომა, ხოდა ფანტასტიურად ვიგრძენი თავი. (დილით ფეხით გამოსვლა, მერე ნანუკასთან ჭორაობა გზაში, მერე ავტობუსი... მოკლედ ბედნიერი დილა გამითენდა)
დილით ლოცვა ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ გვიან ავდექი...
ხოდა, ვიჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი.
მერე პირველ სკოლასთან ჩამოვედი გაჩერებაზე, მზესუმზირა ვიყიდე მიწისქვეშიდან რომ გამოვდიოდი, გამყიდველმა მითხრა ბიჭის მუცელი გაქვსო, მეთქი გოგოს მეუბნებიან თქო.
ქაშუეთში შევედი, ჯერ პირველ სართულზე, აღდგომის ხატს ვემთხვიე ანალოღიაზე და რომ გამოვდიოდი, ისევ მივბრუნდი, იქვე წმინდა ნინოს ხატი დავინახე, ვიგრძენი რომ მაგ ხატის გულისთვის შევედი და დავბრუნდი, ვემთხვიე, შემეწიე თქო, ვთხოვე...
მერე ზემოთ ავედი, ზუსტად იმ მომენტში სახარება დაიწყო, სახარებასაც მოვუსმინე და გამოვედი.
სამებაშიც მინდოდა შესვლა, მაგრამ სამსახურის კარებთან ახალი თანამშრომელი იდგა, რომელსაც ჯერ არ აქვს არც სადარბაზოს, არც ზედა კარებების გასაღები და პირდაპირ ოფისში ამოვედი.
ეხლა ვჭამ მზესუმზირას, ვათვალიერებ ფორუმს, ვწერ აქ პოსტს, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ მუშაობის გარდა... შემეტყო რომ ტომი წვაიდა დღეს დილით, ლოლ.
ეხლა მზესუმზირას მოვრჩები, ყავას დავლევ და მერე ვიმუშავებ...
ლოლ, მზესუმზირაზე სულ ის მახსენდება, ბავშვობაში ვიღაცისგან მოვისმინე, მზესუმზირა ქალივითაა, სანამ არ გაათავებ არ შეეშვებიო, ხოდა ეს გავიმეორე სახლში საყოველთაო მზესუმზირის ჭამის დროს... მახსოვს დედაჩემის რეაქცია არადა რა იცოდნენ რომ ”გათავებაში” დაღლა ვიგულისხმე, მაშინ სად ვიცოდი მასეთები
P.S ფაქტიურად პირველი დღეა უმანქანოდ... სანამ არ გავაჩენ, მგონი აღარ დავჯდები
»»  read more

Wednesday, December 3, 2008

34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.
ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ...
ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო...
ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი ფორმულით რომ გამოვთვალე, 2400 გამოვიდა... ყელი დახურულია, თავიც ქვემოთ აქვს, მოკლედ იდეაში ყველაფერი რიგზეა.
არადა 2 კვირის წინ ბადრისთან ვიყავი ექოზე და ნუ ჯდომით არისო, ყელი დამოკლებულიაო, ისაო, ესაო... დამცინა თათიამ მაგარი.
სიმართლე გითხრა, უკვე ვიმშობიარებდი და დიდი სიმაოვნებით... ნუ... კაი ბატონო კიდევ 2 კვირაც მოვიცდი... მაგრამ მეტი არა რააა... ცოტა მალე გაჩნდეს... თორემ თავი ბებერი მგონია რომ დავდივარ და ვხნეშივარ.
თან მე 7 კილო მაქვს სულ მომატებული... წარმოიდგინე ვისაც 15 და 20 აქვს, ისენი როგორ არიან.
რაც მთავარია, სტახანოველივით ბოლომდე ვმუშაობ, მგონი მართლა პირდაპირ აქედან მომიწევს წასვლა სამშობიაროში :D

სმაილიკების ჩასმა ვერ დავამუღამე ვერაფრით... უნდა ჩავუჯდე ერთი კარგად.
»»  read more

Friday, November 28, 2008

გინების მაგივრად

მოკლედ სამსახურს უნდა ვაგინო....
არა გული ბოლომდე არ მიშვებს, პრინციპში ამის წყალობითაა რომ ყოველთვე სახლისთვის რაღაცეების ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჩემ უფროსს ეგოიზმის შემოტევა დაეწყო ჩემი შრომისუნარიანობის შემხედვარეს.
მაყრის და მაყრის საქმეებს.
არადა იდეაში 3 კაცი ვმუშაობდით.
ერთი დეკრეტშია, მეორე წავიდა, თუმცა მეორე (ანუ ვიკა) მაინც მოდის საღამოობით და აკეთებს საქმეს.
მაგრამ აი დეკრეტში როა, იმის საქმეებიც რომ დამემატა, ძალიან გავიჭედე... თან წლის ბოლო მოდის... გერმანიაშიც მადა გაეხსნათ, რაც შეიძლება ბევრი გვინდა მოვასწროთ შობამდეო...
გუშინ კიდევ მუცელი და წელი ამტკივდა, მეთქი დამეწყო უკვე ტკივილები თქო...
დეკრეტი მიწევს უკვე მეორე კვირაა და შანსი არ მაქვს რომ გავალ. 1 დეკემბრიდან ვფიქრობდი, მაგრამ სანამ ახალ ვინმეს არ ავიყვანთ, არ გავწვრთნით, როგორ წავიდე?
მერე სახლში სამსახურიდან რომ მივდივარ, საჭმელი ხომ უნდა გავაკეთო? დილით 8-ის ნახევარზე უნდა ავდგე რომ ელემენტარული ვილოცო, ვიბანავო, ჭურჭელი გავრეცხო და თუ დრო დამრჩა პირში ჩავიყარო რამე და ნანუკა სკოლასი წვაიყვანო 9-ისთვის... ხოდა ამ რეჟიმში 8 თვის ორსულისთვის ყოფნა, პრინციპში სიგიჟეა....

სახლის დალაგებაზე არც მე და აღარც ბუჩას არ გვაქვს პრეტენზია უკვე... ოფიციალურად ღრუტუნს დავიწყებთ სამივე...
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
(აქ კივილი უნდა იყოს იდეაში)
»»  read more

Monday, November 17, 2008

ხზ

ესე იგი, ხუთშაბათს გამოვაქვეყნეთ ბუღალტრის ვააკნსია ჯობს.გე-ზე, მოვიდა რა თქმა უნდა უამრავი სივი, ზოგი მაგალითად იყო არაბულად... ტიპს ობჯექთივში უწერია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე ოფიციანტადო, ხოდა ჩვენი ორგანიზაცია ან ბუღალტრის ვაკანსია რა შუაში იყო, ვერ მივხვდი.
ერთს თითქოს ნორმალური მონაცემები ქონდა, წალენჯიხაში ქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავდა და დავრეკე:
- მარიკას თხოვეთ (იქიდან ხმაურები ისმის ტელევიზორის, ბავშვების... )
- თუ გნებავთ მოგვიანებით გადმოვრეკავ
- დიახ, თუ შეიძება 2-3 წუთში გადმორეკეთო...
ოკ, ნუ 2-3 წუთი გავიდა... 10 წუთიც და ვრეკავ:
- მარიკას თხოვეთ
- და შენ რომელი ხარ?
(აქ უკვე მივხვდი, რომ ამ ადამიანს სულ რომ იდეალრი მონაცემები ქონოდა მაინც არ ავიყვანდით სამსახურში,იმიტომ რომ ელემენტარულად, ტელეფონზე საუბარი არ იცის) ხოდა დავიწყე საყვარელი ხერხების გამოყენება და ნერვებზე თამაში...
- მარიკა ბრძანდებით?
- რომელი ხარ- თქო, გეკითხები
- ხატია ვარ
- ხატია? და რომელი ხატია?
- თქვენ ხართ მარიკა?
- მითხარი რომელი ხარ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ გეკითხები გამეცი პასუხი (ჩემხელაა გოგო)
- იცით რა? მარიკას გადაეცით რომ სივიში ვის მობილურის ნომერსაც უთითებს, ცოტა ზრდილობიანად საუბარი ასწავლოს... ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ.
და გავუთიშე....
ნუ რატომ არის ასეთი ”ხიხო” ზოგი?...

პრინციპში, ეს პოსტი იმიტომ დავიწყე, რომ თურმე ხელფასი მაქვს ცოტა...
ჩემი მონაცემებით რამოდენიმე სივი იყო, სადაც მსგავსი პოზიცია, თასქები და ა.შ ქონდათ და მინიმუმ 1500 დოლარი აქვთ. მე კიდევ მეგონა, მე მქონდა ნორმალური ხელფასი...
იანვარში თუ არ მომიმატეს, გაზაფხულზე, გავივლი მოკლევადიან კურსებს ფინანსებში და აუცილებლად დავიწყებ ახალი სამსახურის ძებნას...
»»  read more

პოზიტივი

უკვე მიყვარს ეს პაწაწუნა :)
აი რომ მოძრაობს და ვგრძნობ ეხლა ხელი იყო, ფეხი, ტაკო თუ თავი, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა.
ნანუკაზეც ესე ვიყავი, ვიჯექი და მუცელს ვეფერებოდი, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდები თქო, ხოდა იმიტომაც გაჩნდა 8 თვიანი :) ანუ დაახლეობით იმხელა, 2-3 კვირაში რომ ვიქნები....
მალე გადის დრო :)
ეს უფრო ღონიერი ჩანს, ნანუკა უფრო ცელქი იყო. სულ მოძრაობდა. ამობზეკდა თავსაც და ტაკოსაც, მიკვირდა რას აკეთებდა, სამაგიეროდ რომ გაჩნდა მერე მივხვდი... დღემდე შემორჩა - გაზმორებისას თავსაც და ტაკოსაც უკან გაბზიკავს ხოლმე.
ასლოკინებს ეს ხშირად. ღორმუცელაა. ეტყობა ბევრ სითხეს ყლაპავს და მერე სლოკინი უტყდება. რითმულად იწყებს მუცელი ხტუნაობას.
ამ ხელფასზე უნდა ვუყიდო უკვე რაღაცეები... ჩემი და მეუბნება, ყველაფერი გვაქვსო, მაგრამ პუდრა, შამპუნი და ეგეთი რაღაცეები მაინც ხომ არის საყიდელი?
ბუჩამ თქვა კიდევ 2 კვირა და მერე მანქანაზე უკაცრავად და აღარ დაჯდებიო.
ისე, ჩემი ნება რომ იყოს, უკვე აღარ ვიჯდებოდი, იმდენი იდიოტი დადის, ზოგი სად გამოხტება, ზოგი სად. თან ამ პედლებზე ჭერა და საჭის ტრიალი, თან ნივის, ცოტა დამღლელია. მოკლედ, ამ თვის ბოლოდან ჩამოვალ მანქანიდან, მართალია ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ დამატების გარეშე, მაგრამ ალბათ ტაქსით ვივლი...
მუცელი მტკივა ბოლო დღეებია, ოთხშაბათშ ექოზე მივდივარ შარიქაძესთან, ხუთშაბათს - გაგუასთან, ვნახოთ რას მეტყვის ან ერთი ან მეორე.
:)
»»  read more
Related Posts with Thumbnails