მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, December 19, 2008

სათაურებს აღარ დავწერ

აბა რა დავარქვა არ ვიცი...
მოკლედ ჩემი ბოლო პოსტი, რომ იყო რომ პირველი დღეა უმანქანოდ თქო, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, ჯერ კიდევ მანქანით დავდივარ...
რეაქციებზე ვხალისობ ხოლმე, ნივიდან რომ გადმოვდივარ და მუცლით მხედავენ, ვხალისობ ძალიან...
გუსინწინ თათიასთან ვიყავი, წადი ეხლა, და ბაიათი მოდიო :)
უკვე შეგიძლია იმშობიაროო...
ჯერ 2-3 კვირა წინ მაქვს გეგმით, მაგრამ მალე მინდა რომ გაჩნდეს. უკვე 3100-ია წონაში, 2-3 კვირაში კი გახდება 4 კილოიანი გოჭი, ხოდა მერე მაგას გაჩენა არ უნდა?
თოვლი როა, მაგაზე არაფერს ვიძახი, იმიტომ რომ ისედაც ბევრი დაიწერა საბლოგეთში და არა მარტო...
უი, რაც მთავარია:
დღეს ჩემი მრავალკარიანი და უფანჯრო სახლი, ფანჯრიანი გახდება. ანუ ერთ-ერთ კარს ვაშენებთ ნახევრად და ზემოდან ვადებთ ფანჯარას. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ გაზის მილები გაიყვანეს და ორშაბათიდან ტესტირებას იწყებენ, ხოდა თუ რამე ”პრიბორი” არ იქნა, რომ შევუერთოთ, არ გავუშვებთ თქვენთანო. ხოდა ხელფასს რომ გადავირიცხავ, ალბათ 23-ში, წავალთ, ვიყიდით, ლონგვის გამათბობელს და გავთბებით :) თორემ გუშინ ისე ციოდა ჩვენთან სახლში, პირიდან ორთქლს ვუშვებდით.
თან მეტლახის იატაკი მთელ შემოსასვლელ-სასტუმრო-სამზარეულოში. მოკლედ სრული ანტარქტიდა გვაქვს... :)
წავედი...
ჯერ ისე მყარადა და ზემოთ ზის ეს ქალბატონი, ალბათ 2 კვირა მინიმუმ აქ იჯდება ისევ.
გუშინ ინტერნეტი დავტესტეთ სახლში, ახალი კომპანიაა http://www.maximali.ge/.უკაბელო ინტერნეტია, მაგრამ ჩვენ სახლში, არ დაიჭირა :( არადა რომ ვიმშობიარებ, როგორ ვიყო ინტერნეტის გარეშე სახლში? :(
»»  read more

Wednesday, December 10, 2008

უცნაურად ვარ

დილით გვიან გამეღვიძა, მერე ნანუკას გადავუწექი და გვიან ავდექით ორივე, ხოდა სკოლაში წასვლამდე ფართხაფურთხით გავაკეთე გერკულესი ჩემთვის წყლიანი, ნანუკასთვის რძიანი... მერე ფეხით წავედით გაჩერებამდე, სადაც ტაქსები დგანან. ფეხით რომ მოვდიოდი, გერმანია გამახსენდა რატომღაც. იქაც დილაობით ასეთი ტემპერატურა იყო და სამსახურამდე ფეხით მივდიოდი 5 წუთის გზა იყო, იგივე კურტკა მეცვა, ტემპიც იგივე იყო... ვინანე, რატომ მალე არ გამოვედით და სკოლამდე ასე ფეხით ვივლიდით თქო.
ტაქსმა 4 ლარიო, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა არ მიყვარს, 3 ლარი მეთქი ვუთხარი. წარმოდგენისთვის - საუბარია ვერის სასაფლაოდან ატენის კუთხემდე ჩასვლა. პრობკები იქნებაო, მეთქი, დამიჯერე და იმ გზით წავიდეთ რომელსაც გეტყვი და არ იქნება მეთქი...
ნანუკა მივაცილე სკოლაში და მერე ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე მე-5 კორპუსთან, ეგრევე მოვიდა ავტობუსი, მგონი 102 ნომერი. თავისუფლებაზე მივდივარო, მითხრა მძღოლმა და დავჯექი.
საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტროლეიბუსი ჩემი საყვარელი ტრანსპორტი იყო მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ეხლა კიდევ ეგზოტიკასავითაა, თუ მომიწი ავტობუსში ჩაჯდომა, ხოდა ფანტასტიურად ვიგრძენი თავი. (დილით ფეხით გამოსვლა, მერე ნანუკასთან ჭორაობა გზაში, მერე ავტობუსი... მოკლედ ბედნიერი დილა გამითენდა)
დილით ლოცვა ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ გვიან ავდექი...
ხოდა, ვიჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი.
მერე პირველ სკოლასთან ჩამოვედი გაჩერებაზე, მზესუმზირა ვიყიდე მიწისქვეშიდან რომ გამოვდიოდი, გამყიდველმა მითხრა ბიჭის მუცელი გაქვსო, მეთქი გოგოს მეუბნებიან თქო.
ქაშუეთში შევედი, ჯერ პირველ სართულზე, აღდგომის ხატს ვემთხვიე ანალოღიაზე და რომ გამოვდიოდი, ისევ მივბრუნდი, იქვე წმინდა ნინოს ხატი დავინახე, ვიგრძენი რომ მაგ ხატის გულისთვის შევედი და დავბრუნდი, ვემთხვიე, შემეწიე თქო, ვთხოვე...
მერე ზემოთ ავედი, ზუსტად იმ მომენტში სახარება დაიწყო, სახარებასაც მოვუსმინე და გამოვედი.
სამებაშიც მინდოდა შესვლა, მაგრამ სამსახურის კარებთან ახალი თანამშრომელი იდგა, რომელსაც ჯერ არ აქვს არც სადარბაზოს, არც ზედა კარებების გასაღები და პირდაპირ ოფისში ამოვედი.
ეხლა ვჭამ მზესუმზირას, ვათვალიერებ ფორუმს, ვწერ აქ პოსტს, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ მუშაობის გარდა... შემეტყო რომ ტომი წვაიდა დღეს დილით, ლოლ.
ეხლა მზესუმზირას მოვრჩები, ყავას დავლევ და მერე ვიმუშავებ...
ლოლ, მზესუმზირაზე სულ ის მახსენდება, ბავშვობაში ვიღაცისგან მოვისმინე, მზესუმზირა ქალივითაა, სანამ არ გაათავებ არ შეეშვებიო, ხოდა ეს გავიმეორე სახლში საყოველთაო მზესუმზირის ჭამის დროს... მახსოვს დედაჩემის რეაქცია არადა რა იცოდნენ რომ ”გათავებაში” დაღლა ვიგულისხმე, მაშინ სად ვიცოდი მასეთები
P.S ფაქტიურად პირველი დღეა უმანქანოდ... სანამ არ გავაჩენ, მგონი აღარ დავჯდები
»»  read more

Wednesday, December 3, 2008

34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.
ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ...
ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო...
ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი ფორმულით რომ გამოვთვალე, 2400 გამოვიდა... ყელი დახურულია, თავიც ქვემოთ აქვს, მოკლედ იდეაში ყველაფერი რიგზეა.
არადა 2 კვირის წინ ბადრისთან ვიყავი ექოზე და ნუ ჯდომით არისო, ყელი დამოკლებულიაო, ისაო, ესაო... დამცინა თათიამ მაგარი.
სიმართლე გითხრა, უკვე ვიმშობიარებდი და დიდი სიმაოვნებით... ნუ... კაი ბატონო კიდევ 2 კვირაც მოვიცდი... მაგრამ მეტი არა რააა... ცოტა მალე გაჩნდეს... თორემ თავი ბებერი მგონია რომ დავდივარ და ვხნეშივარ.
თან მე 7 კილო მაქვს სულ მომატებული... წარმოიდგინე ვისაც 15 და 20 აქვს, ისენი როგორ არიან.
რაც მთავარია, სტახანოველივით ბოლომდე ვმუშაობ, მგონი მართლა პირდაპირ აქედან მომიწევს წასვლა სამშობიაროში :D

სმაილიკების ჩასმა ვერ დავამუღამე ვერაფრით... უნდა ჩავუჯდე ერთი კარგად.
»»  read more

Friday, November 28, 2008

გინების მაგივრად

მოკლედ სამსახურს უნდა ვაგინო....
არა გული ბოლომდე არ მიშვებს, პრინციპში ამის წყალობითაა რომ ყოველთვე სახლისთვის რაღაცეების ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჩემ უფროსს ეგოიზმის შემოტევა დაეწყო ჩემი შრომისუნარიანობის შემხედვარეს.
მაყრის და მაყრის საქმეებს.
არადა იდეაში 3 კაცი ვმუშაობდით.
ერთი დეკრეტშია, მეორე წავიდა, თუმცა მეორე (ანუ ვიკა) მაინც მოდის საღამოობით და აკეთებს საქმეს.
მაგრამ აი დეკრეტში როა, იმის საქმეებიც რომ დამემატა, ძალიან გავიჭედე... თან წლის ბოლო მოდის... გერმანიაშიც მადა გაეხსნათ, რაც შეიძლება ბევრი გვინდა მოვასწროთ შობამდეო...
გუშინ კიდევ მუცელი და წელი ამტკივდა, მეთქი დამეწყო უკვე ტკივილები თქო...
დეკრეტი მიწევს უკვე მეორე კვირაა და შანსი არ მაქვს რომ გავალ. 1 დეკემბრიდან ვფიქრობდი, მაგრამ სანამ ახალ ვინმეს არ ავიყვანთ, არ გავწვრთნით, როგორ წავიდე?
მერე სახლში სამსახურიდან რომ მივდივარ, საჭმელი ხომ უნდა გავაკეთო? დილით 8-ის ნახევარზე უნდა ავდგე რომ ელემენტარული ვილოცო, ვიბანავო, ჭურჭელი გავრეცხო და თუ დრო დამრჩა პირში ჩავიყარო რამე და ნანუკა სკოლასი წვაიყვანო 9-ისთვის... ხოდა ამ რეჟიმში 8 თვის ორსულისთვის ყოფნა, პრინციპში სიგიჟეა....

სახლის დალაგებაზე არც მე და აღარც ბუჩას არ გვაქვს პრეტენზია უკვე... ოფიციალურად ღრუტუნს დავიწყებთ სამივე...
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
(აქ კივილი უნდა იყოს იდეაში)
»»  read more

Monday, November 17, 2008

ხზ

ესე იგი, ხუთშაბათს გამოვაქვეყნეთ ბუღალტრის ვააკნსია ჯობს.გე-ზე, მოვიდა რა თქმა უნდა უამრავი სივი, ზოგი მაგალითად იყო არაბულად... ტიპს ობჯექთივში უწერია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე ოფიციანტადო, ხოდა ჩვენი ორგანიზაცია ან ბუღალტრის ვაკანსია რა შუაში იყო, ვერ მივხვდი.
ერთს თითქოს ნორმალური მონაცემები ქონდა, წალენჯიხაში ქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავდა და დავრეკე:
- მარიკას თხოვეთ (იქიდან ხმაურები ისმის ტელევიზორის, ბავშვების... )
- თუ გნებავთ მოგვიანებით გადმოვრეკავ
- დიახ, თუ შეიძება 2-3 წუთში გადმორეკეთო...
ოკ, ნუ 2-3 წუთი გავიდა... 10 წუთიც და ვრეკავ:
- მარიკას თხოვეთ
- და შენ რომელი ხარ?
(აქ უკვე მივხვდი, რომ ამ ადამიანს სულ რომ იდეალრი მონაცემები ქონოდა მაინც არ ავიყვანდით სამსახურში,იმიტომ რომ ელემენტარულად, ტელეფონზე საუბარი არ იცის) ხოდა დავიწყე საყვარელი ხერხების გამოყენება და ნერვებზე თამაში...
- მარიკა ბრძანდებით?
- რომელი ხარ- თქო, გეკითხები
- ხატია ვარ
- ხატია? და რომელი ხატია?
- თქვენ ხართ მარიკა?
- მითხარი რომელი ხარ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ გეკითხები გამეცი პასუხი (ჩემხელაა გოგო)
- იცით რა? მარიკას გადაეცით რომ სივიში ვის მობილურის ნომერსაც უთითებს, ცოტა ზრდილობიანად საუბარი ასწავლოს... ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ.
და გავუთიშე....
ნუ რატომ არის ასეთი ”ხიხო” ზოგი?...

პრინციპში, ეს პოსტი იმიტომ დავიწყე, რომ თურმე ხელფასი მაქვს ცოტა...
ჩემი მონაცემებით რამოდენიმე სივი იყო, სადაც მსგავსი პოზიცია, თასქები და ა.შ ქონდათ და მინიმუმ 1500 დოლარი აქვთ. მე კიდევ მეგონა, მე მქონდა ნორმალური ხელფასი...
იანვარში თუ არ მომიმატეს, გაზაფხულზე, გავივლი მოკლევადიან კურსებს ფინანსებში და აუცილებლად დავიწყებ ახალი სამსახურის ძებნას...
»»  read more
Related Posts with Thumbnails