მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, December 31, 2010

31.12.2010

აი ეხლა საშინლად ფრუსტრირებული ვარ და არ ვიცი როგორი ობიექტურობით აღვწერ ამ წელს.არც აღვწერ. უბრალოდ დავწერ თუ რამე გამახსენდა.წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი სამსახურის დაკრგვა იყო, და მერე ამ სამსახურში მოსვლა.დღეს დილით დავაგვიანე სამსახურში, იმიტომ რომ ჩაგვეძინა ოჯახს, მერე ეკატერინემ ლოგინს თავი დაარტყა და მთელი შუბლი გაულურჯდა და კოპი აქვს, მერე უჯრაში მოიყოლა თითები. ეს ყველაფერი სანამ მე სამსახურში წამოვიდოდი.გიორგიმ მომასწრო,...
»»  read more

Friday, November 26, 2010

ახალი წელი

ადრე დავწერე არ მიყვარს დრესასწაულები მეთქი, რელიგიურის გარდა.ახალ წელიც გაუგებარი დღესასწაული იყო.მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ვარ, ველოდები, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს, როდის აანთებენ ქუჩაში განათებებს, როდის ..... როდის მოვა ახალი წელი.მერე მივხვდი რომ ეკატერინეს გამო ვარ ასე, შარშან პატარა იყო, და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჰჰჰჰჰ, რა ლამაზიაზე,...
»»  read more

Thursday, November 25, 2010

ცუდად ვარ

მერამდენედ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ხანია ასე ცუდად არ ვყოფილვარ.შიგნიდან რომ ქვითინებ.ბუჩა მეუბნება, არ მინახიხარ როგორ ტირიხარო. ცრემლები არ გადმომდის მაგრამ შიგნიდან ვღვარვღვარებ :(მიზეზი იმდენად ბანალური და მათემატიკურად გამოხატება, რომ სასაცილოც კია.რა საშინელი შეგრძნებაა, რომ აი ბოლო კაპიკს გადაიხდი, იყიდი პურს და პამპერსს, ვთქვათ და ვსო, მეტი არაფერი აღარ გრჩება.40 თეთრი მაინც დავტოვე,...
»»  read more

Tuesday, November 16, 2010

მოპარული ერთი დღე

ამ ქალს ვიცნობ.ქალბატონს ვერ ვიტყვი მიუხედავად თავისი ასაკისა, ქალია, აი ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო.შემთხვევით გადავწყდი მის დღიურს "თავისუფლების დღიურებში".იშვიათად რომ თავი უხერხულად ვიგრძნო ვინმეს წინაშე. მეტიც, ვერ ვიხსენებ ვერავის ამ ადამიანის გარდა, ვისთანაც თავს უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, რომ ძალიან მაგარია, ჩემზე მაგარი და სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს.მის დღიურში 1 დღეს გამოვყოფ:17 სექტემბერი, ხუთშაბათიდილა ღრუბლიანია,...
»»  read more

Thursday, November 11, 2010

ფსიქოლოგიური ტესტი, მომეწონა :)

აი აქ ეს კი ჩემი შედეგები:თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების...
»»  read more

Sunday, November 7, 2010

პაუზა by Women :) - პასუხი

ყველა კაცში ზის მონადირე - მივიდეს მოინადიროს, გაანაყოფიეროს და წავიდეს.რატომ აღარ მიდის და რატომ ”ანაყოფიერებს” ერთიდაიგივეს (?!) და რატომ შეიქმნა ოჯახი, ერთ-ერთი ვერსია არის კიბორგას ამ პოსტში ;ღალატის თემა მეტად აქტუალურია ქალის და კაცის ურთიერთობაში. კაცი, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ამის აღიარება, პოლიგამია. ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს რომ მრავალფეროვნება არ მოაკლდეს მის უდიდებულესობას, ქვეცნობიერად, რა თქმა...
»»  read more

პაუზა - by Cyb Mcloud

"ღამე ტაკოს მოფხანა რო გინდა, მოიფხან, გადაბრუნდები და მარტო მერე მიხვდები რო შენი პარტნიორის ტაკო მოიფხანე" (C) ჩემი არ არისანუ მიჩვევა, ძალიან მიჩვევა და ინტერესის დაკარგვა.ალბათ ყველა წყვილი მომენტში მიდის ფრაზამდე: "მოდი პაუზა გავაკეთოთ"პრი ეტომ მე მჯერა რო ისენი ვინც ამ ფრაზამდე ღიად არ მიდიან, როგორც წესი ურთიერთობას ამთავრებენ მაგ მომენტში, ანუ ვინც არ აღიარებს რო უკვე ვსიო, პაუზა საჭიროა, ისენი ან ერთად რჩებიან და "იტანენ"...
»»  read more

Thursday, October 28, 2010

სხვისი კოვზები – რას და რითი ჭამს ბიჭოლა?

ბიჭოლაზე, როგორც დიზაინერზე ვერაფერს ვიტყვი, მარტივი მიზეზის გამო – არ მაინტერესებს.ერთი ისაა, რომ ყურადღებას"ნოვაციებით" იპყრობდა.მახსოვს რამოდენიმე წლის წინ, რომელიღაც სატელევიზიო შოუში იყო მოწვეული და წარმოადგინა უნისექს და თან ძალიან უცნაური ტანსაცმელი.ხმაურს ყოველთვის მოყვება პოპულარულობა და ბიჭოლაც გახდა პოპულარული.მერე ბალიშები, რომლებსაც...
»»  read more

Tuesday, October 26, 2010

just for fun :)

Заявление Полового ЧленаЗаявление:Я - Половой Член, прошу увеличить мне заработную плату, так как я:1. Выполняю физическую работу;2. Работаю на большой глубине;3. Работаю головой;4. Работаю по выходным и праздникам;5. Работаю в условиях повышенной влажности;6. Мне не оплачивается работа в ночные часы;7. Работать приходится в тёмном помещении без вентиляции;8. Работаю при высоких температурах;9. Подвергаюсь риску инфекционных болезней.Ответ...
»»  read more

Thursday, October 21, 2010

რა ფერის ზოლები აქვს ზებრას?

დავიჯერო ასეთი მნიშვნელოვანია რა ფერის ზოლები აქვს ზებრას?თუ შენი საყვარელი ადამიანისთვის ზებრა ყვითელ –მწვანეა და არა თეთრ–შავი, პრინციპის საქმეა რომ ბოლომდე შენი ამტკიცო?იყოს ყვითელ–მწვანე შენთვისაც, თუ ამით გაახარებ და კიდევ ერთ ქულას ჩაიწერ მის თვალში და უფრო "თავისიანად ჩაგთვლის".თუ საქმე მის იმიჯს არ ეხება და არ ამტკიცებს, რომ მისი...
»»  read more

Friday, October 15, 2010

Technical Difficulties ანუ როდის გადაიქცა ოჯახი ვაჭრობად

მანამ სანამ მომავალ პოსტებში განვიხილავდე კონკრეტული ოჯახური, ქალურ/კაცური და ა.შ. პრობლემებს მინდა შემოგთავაზოთ ზოგადი განხილვა ამ თემაზე რომელიც აუცილებელი იქნება მომავლში საუბრისას სწორ კალაპოტში საფიქრალად.- ნაგავი ჩაიტანე რა. - რამე საჭმელი გვააქ ქალო?- ბავშვი წაიყვანე ბაღში- ძმაკაცებთან გავდივარ დასალევად- პროდუქტებია მოსატანი, სია მაგიდაზე დევს- გასარეცხებს როდის გარეცხავ ბოლოს და ბოლოს??- დაქალებთან ერთად ვარ, გვიან მოვალ...
»»  read more

Tuesday, October 12, 2010

მომეცი – მოგცემ ანუ როგორ გააკეთოს კაცმა ის, რაც გვინდა

ბოლო პერიოდში, იუმორით, მაგრამ მაინც ვეუბნები ბუჩას, რომ "არა, ერთსქესიანი ქორწინება ყველაზე მაგარი რამე იქნება". მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური და ადამიანური შეგნებით და ქალური საწყისებით, სრულიად წინააღმდეგი ვარ ამ ფენომენისა, ვაღიარებ რომ ურთიერთგაგების უფრო მაღალი კოეფიციენტი იქნებოდა წყვილს შორის. :)ქალისთვის ოჯახისთვის "თავგანწირვა"...
»»  read more

Monday, October 11, 2010

შით :)

ეკატერინემ გადაწყვიტა რომ დილის ტუალეტი 9:30–ზე უნდა. ბოლო 5 დღეა ასე "საქმიანობს". როგორია დილით ადექი, ჩააცვი და გასვლისას ჩაისვრის. უნდა გამოუცვალო და ამასობაში აგვიანებ.დღესაც მსგავსი განმეორდა, ვეუჩხუბე იმიტომ, რომ გარშოკზე არ მოინდომა არაფერი და კალგოტკაში მოისაქმა ფეხზე მდგარმა.ათი ხდებოდა რომ გამოვედით სახლიდან, სამსახური 10–ზე მეწყება,...
»»  read more

Wednesday, October 6, 2010

ქალები უფრო მაგრები ვართ :P

ამას წინათ ფანტასტიური ვიდეო ვნახე კაცის და ქალის ტვინის განსხვავებებზე: უძალიან გენიალურესია.თურმე კაცების ტვინი არის უამრავი ყუთებით გამოტენილი. არის მანქანის ყუთი, სამსახურის ყუთი, ტელევიზორის ყუთი და ა.შ. ანუ როცა კაცები მანქანაზე ფიქრობენ, ამ ყუთის გარდა სხვაგან არსად არ იხედებიან, ანუ არ ფიქრობენ სამსახურზე, საჭმელზე, ბილიარდზე. როცა...
»»  read more

Monday, September 20, 2010

ნაღდი პამიდვრის (პამიდორის?) გემო

რამდენს მოგვენატრა ნამდვილი პამიდვრის გემო... მახსოვს ბავშვობაში როგორი სუნიც ქონდა, ყუნწს რომ მოვაცლიდი პამიდორს, განსაკუთრებით იქ იგრძნობოდა :) კიდევ მახსოსვ იმ პამიდვრის გემო, ჩემი ხელით რომ ვკრეფდი რაჭისუბანში. ან მონასტერში დედების მიერ მოყვანილი პამიდორი. ბაზარში იშვიათად რომ მეყიდა ნორმალური პამიდორი, პამიდორზე იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მეტად მაგას ემჩნევა რომ რაღაც ვერაა რა, არაჯანსაღი კანი, ოთხკუთხედის ფორმის, ოდნავ...
»»  read more

Tuesday, September 14, 2010

მე და ისინი

სამყარო ორად გაიყო, მე და ისინი ვინც ქუჩაში რომ მივდივარ, ვიტრინის იქით ჩანან. ყველაზე ხშირად ეს გრძნობა ბანკთან გავლისას მიჩნდება. არადა ბანკში არასდროს მიმუშავია. სამუშაო საათებში ქუჩებში საკმაოდ ცოტა ხალხი დადის, პლეხანოვზე მომიწია ერთ დღეს გავლა, ჯერ 1 საათზე მერე 6-ზე, გავოცდი იმხელა სხვაობა იყო ხალხის რაოდენობაში. ხო, იმას ვამბობდი რომ ორად გაიყო სამყარო, ”მომუშავე” და ”უმუშევრად”, უფრო სწორედ გაყოფილი აქამდეც იყო, უბრალოდ...
»»  read more

Tuesday, July 27, 2010

"გაგიმარჯოს"

2 დღეა დავაფიქსირე რომ კაცები გამარჯობის ნაცვლად გაგიმარჯოს მეუბნებიან. ვინც რაჭაში ნამყოფია, იმას ეცოდინება რას ნიშნავს 'სანახშო', ეს არის სოფლის ცენტრი, მთავარი წყარო, ხალხის მთავარი შეკრების ადგილი. ჩვენი სახლი ძალიან ახლოსაა სანახშოსთან და ხშირად გავდივარ წყლის მოსატანად. ყოველ გასვლაზე უნდა მივესალმო ბირჟაზე მსხდომ კაცებს, ასეთი წესი ყოფილა სოფელში, იცნობ თუ არა, უნდა მიესალმო. მე ხანდახან ვესალმები, ხანდახან მავიწყდება, და აი დღეს...
»»  read more
Related Posts with Thumbnails
 
TOP.GE